სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდური რეკომენდაციები სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ტაქტიკა


  სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეკომენდაციები პირველყოვლისა მოიცავს სსდ ბრიგადების მიერ პაციენტის (დაშავებულის) სტაციონარების მიმღებ განყოფილებებსა და ამბულატორიულ -პოლიკლინიკურ დაწესებულებებში გადაყვანის ჩვენებებს.
   სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილება უზრუნველყოფს  პაციენტის (დაშავებულის)  პროფილუს დაწესებულებაში გადაყვანას, ოპტიმალურ დროში, ოპტიმალური დონის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩატარებას, საავადმყოფოების გათავისუფლებას გაუმართლებელი და გადაჭარბებული არაპროფილური  პაციენტებისგან,  სსდ ბრიგადებს მიერ არასწორი ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარების გამორიცხვას.
  ჰოსპიტალში გადაყვანას ექვემდებარება ყველა პაციენტი და დაშავებული, რომელთაც აღენიშნებათ აშკარა სიცოცხლისთვის საშიში ნიშნები,  სიცოცხლისთვის საშიში გართულებების საფრთხე,   რპომელნიც  საჭიროებენ სტაციონარულ დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე პაციენტები რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს გარშემომყოფთათვის ინფექციურ - ეპიდემიური და ფსიქიატრიული კრიტერიუმების მიხედვით, უეცრად  დასნეულებულნი  ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ან პირები რომელნიც ხელახლა მიმართავენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის, დღის განმავლობაში.
ამბულატორია-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში გადაყვანას ექვემდებარებიან, ავადმყოფები და დაშავებულები, რომელთა სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, რომელთაც აქვთ მთლიანად ან ნაწილობრივ შენარჩუნებული დამოუკიდებელი გადაადგილების უნარი, არ საჭიროებენ გადაუდებელი სტაციონარული დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებას.

 დაკავებულებისა და პატიმრებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას ან მათი სტაციონარში გადაყვანისას, მათი საბუთებისა და ძვირფასეულობის მიღება გადაცემის შესახებ, გამოძახების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორმხრივი აქტების წარმოება სსდ-ის ბრიგადისა და შინაგან საქმეთა ან იუსტიციის ორგანოების შესაბამის თანმხლებ პირებს შორის.

იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი უარს განაცხადებს ჰოსპიტალიზაციაზე, სსდ-ის ექიმი:

ა) სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებისას იძახებს სპეციალიზირებულ ბრიგადას, ახორციელებს აქტიურ მონახულებას 3 საათის შემდეგ დამოუკიდებლად, ან გადასცემს სამსახურის დისპეჩერს აქტიურ გამოძახებას, სხვა ბრიგადის მიერ, ზემოთაღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად;

ბ) სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითრების პროგნოზირებისას, გადასცემს აქტიურ გამოძახებას უბნის სამსახურს;

ამბულატორიულ-პოლიკლიონიკური დაწესებულებისგან, ავადმყოფის (დაშავებულის)  მიღებაზე უარის მიღების შემთხვევაში, იმ მოტივით, რომ ზემოთაღნიშნულ დაწესებულებაში გასინჯვისას, პაციენტს გამოუვლინდა ჰოსპიტალიზაციის ჩვენებები  და ნიშნები, სსდ-ის ექიმი ვალდებულია გააფორმოს მიმართვა სტაციონარული მკურნალობის ჩასატარებლად დასაბუთებული დიაგნოზის მითითებით სტაციონარსი გადასაცემად.

ავადმყოფის (დაშავებულის) მიღება დასტურდება სტაციონარის მიმღები განყოფილების ექიმის ხელმოწერით სსდ-ის ბრიგადის გამოძქახების კარტაში,პაციენტის მიღების თარიღისა და დროის მითითებით, რომელიც დასტურდება სტაციონარის მიმღები განყოფილების შტამპით.

მოყვანილ რეკომენდაციებში მითითებულია სტაციონარში ან სხვადასხვა პროფილის ამბულატორია-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში, პათოლოგიური პროცესის ხასიათის მიხედვით, ტრანსპორტირების ჩვენებები.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom