გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობები ფილტვების კარდიოგენული შეშუპება


   დიაგნოსტიკა.

ახასიათებს: მოხრჩობის შეგრძნება, ქოშინი, რომელიც ძლიერდება მწოლიარე მდგომარეობაში, რაც აიძულებს პაციენტებს დაჯდნენ: ტაქიკარდია, აკროციანოზი. ქსოვილების ჰიპერჰიდრატაცია, ინსპირატორული ქოშინი, მშრალი, მსტვენავი, შემდეგ სველი ხიხინები ფილტვებსი, დიდი რაოდენობით ქაფიანი ნახველი, ეკგ-ზე ცვლილებები  (მარცხენა პარკუჭის და წინაგულის ჰიპერტროფია ან გადატვირთვა, ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა და სხვა.).

ანამნეზით — მიოკარდიუმის ინფარქტი, მანკი ან გულის სხვა დაავადებები. ჰიპერტონული დაავადებები, გულის ქრონიკული უკმარისობა.

დიფერენციული დიაგნოსტიკა. უმეტეს შემთხვევაში კარდიოგენული ფილტვის შეშუპების დიფერენცირებას ახდენენ არაკარდიოგენულისგან (პნევმონიის, პანკრეატიტის, თვის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, ფილტვების ქიმიურინ დაზიანების და სხვა.), ფათე-ის, ბრონქული ასთმისგან.

 გადაუდებელი დახმარება

1. ზოგადი ღონისძიებები:

— ოქსიგენოთერაპია;

— ჰეპარინი 5000 IU ინტრავენურად ნაკადით:

— გშს-ს კორექცია (გშს-ს დროს 150-ზე მეტი 1 წუთში — ეიტ-ი გშს-ს დროს 50-ზე ნაკლები 1 წუთში — ეკს);

— დიდირაოდენობით ქაფის წარმოქმნისას — ქაფისჩაქრობა (33% ეთილის სპირტის ინჰალაცია  ან ინტრავენურად 5 მლ 96% ეთილის სპირტი და 15 მლ 40% გლუკოზის ხსნარი), უკიდურეს შემთხვევაში ტრაქეაში შეყავთ 2 მლ 96% ეთილის სპირტის ხსნარი.

2. ნორმალური არტერიული წნევისას:

— შესრულდეს პუნქტი 1;

— პაციენტი გადაყვანილი იქნას მჯდომიარე მდგომარეობაში, დაშვებული ქვედა კიდურებით;

— ნიტროგლიცერინი, ტაბლეტები (უკეთესია აეროზოლი)  0,4-0,5 მგ ენის ქვეშ განმეორებით 3 წუთი ს შემდეგ ან  10 მგ-მდე ინტრავენურად ნელა წყვეტილად ან ინტრავენურად წვეთოვნად  100 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, შეყვანის სიჩქარის ზრდით с 25 მკგ/წუთში-დან ეფექტის მიღებამდე, არტერიული წნევის კონტროლით;

— ფუროსემიდი (ლაზიქსი) 40-80 მგ ინტრავენურად;

— დიაზეპამი  10 მგ-მდე ან მორფინი  3 მგ ინტრავენურად წყვეტილად ეფექტის მიღებამდე ან საერთო დოზის  10 მგ-მდე მიღწევამდე.

3. არტერიული ჰიპერტენზიისას:

— შესრულდეს პუნქტი 1;

— პაციენტი გადაყვანილი იქნას მჯდომიარე მდგომარეობაში, დაშვებული ქვედა კიდურებით:

— ნიტროგლიცერინის ტაბლეტები (აეროზოლი ჯობია) 0,4-0,5 მგ ენის ქვეშ ერთჯერადად;

— ფუროსემიდი (ლაზიქსი) 40-80 მგ ინტრავენურად;

— ნიტროგლიცერინი ინტრავენურად (პუნქტი 2) ან ნატრიუმის ნიტროპრუსიდი 30 მგ в 300 მლ 5% გლუკოზის ხსნარში ვენაში წვეთოვნად, пთანდათანობით პრეპარატის გადასხმის სიჩქარის გაზრდით,  0,3 მკგ/(კგ х წუთი დან) ეფექტის მიღებამდე, არტერიული წნევის კონტროლით, ან პენტამინი  50 მგ-მდე ინტრავენურად წყვეტილად ან წვეთოვნად:

— ინტრავენურად  10 მგ-მდე დიაზეპამი ან  10 მგ-მდე მორფინი (პუნქტი 2).

4. გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიისას:

— შესრულდეს პუნქტი 1:

— პაციენტი გადაყვანილი იქნას მწოლიარე მდგომარეობაში, წამოწეული თავით;

— დოპამინი 200 მგ  400 მლ 5% გლუკოზის ხსნარში, ინტრავენურად წვეთოვნად, გადასხმის სიჩქარის მატებით 5 მკგ/(კგ х წუთი დან) არტერიული წნევის სტაბილიზაციამდე მინიმალურად საკმარის დონემდე.

— თუ არტერიული წნევის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა — დამატებით უნიშნავენ ნორადრენალინის ჰიდროტარტარატს 4 მგ  200 მლ 5-10% გლუკოზის ხსნარში, გადასხმის სიჩქარის გაზრდით  0.5 მკგ/ წუთი დან  არტერიული წნევის სტაბილიზაციამდე მინიმალურად საკმარის დონემდე.


— მომატებული არტერიული წნევისას, რომელსაც თან ერთვის მზარდი ფილტვების შეშუპება,— დამატებით ნიტროგლიცერინი ინტრავენურად წვეთოვნად (პუნქტი 2);

— ფუროსემიდი (ლაზიქსი) 40 მგ ინტრავენურად არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ.

5. სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორირება (კარდიომონიტორი, პულსოქსიმეტრი).

6. მდგომარეობის შემდგომი შესაძლო სტაბილიზაციის შემთხვევაში -ჰოსპიტალიზაცია.

 

ძირითადი საფრთხეები და გართულებები:

— ფილტვის შეშუპების ელვისებური ფორმა;

—ქაფით სასუნთქი გზების ობსტრუქცია;

— სუნთქვის დეპრესია;

— ტაქიარითმია;

— ასისტოლია ;

— ანგინოზური ტკივილი:

— არტერიული წნევის სტაბილიზაციის შეუძლებლობა;

— არტერიული წნევის მატებასთან ერთად, ფილტვის შეშუპების გაძლიერება.

შენიშვნები.

 

მინიმალურად საკმარისი არტერიული წნევის ქვეშ იგულისხმება  სისტოლური წნევა 90 მმ. ვწყ. სვ. იმ პირობით, რომ არტერიული წნევის მატებას თან ახლავს ორგანოებისა და ქსოვილების პერფუზიის გაუმჯობესების კლინიკური ნიშნები.

ფილტვების კარდიოგენული შეშუპების დროს, ეუფილინი არის დამხმარე სასშუალება და შეიძლება იყოს ნაჩვენები ბრონქოსპაზმის ან გამოხატული ბრადიკარდიის დროს.

გლუკოკორტიკოიდული ჰორმონები გამოიყენება მხოლოდ რესპირატორული დისტრეს-სინდრომის დროს (ასპირაცია, ინფექცია, პანკრეატიტი, გამაღიზიანებელი ნივთიერებების შესუნთქვა  და ა. შ.. ).

საგულე გლიკოზიდები (სტროფანტინი, დიგოქსინი) შეიძლება დანიშნული იქნას მხოლოდ ზომიერად გამოხატული შეგუბებითი გულის უკმარისობის დროს, პაციენტებში, წინაგულთა ციმციმის (თრთოლვას) ტაქისისტოლიური ფორმის დროს.

აორტალური სტენოზისას, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისას, გულის ტამპონადისას ნიტროგლიცერინი და სხვა პერიფეერიული ვაზოდილატატორები შედარებით უკუნაჩვენებია.

ეფექტურია დადებითი წნევის შექმნა ამოსუნთქვის ბოლოს.

ფილტვის შეშუპების რეციდივის პროფილაქტიკისთვის, გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, სასარგებლოა APF ინჰიბიტორები (კაპტოპრილი). კაპტოპრილის პირველად დანიშვნისას, მკურნალობა დაწყებული იქნას სასინჯი დოზით 6,25 მგ.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom