გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობები მიოკარდიუმის ინფარქტი


   დიაგნოსტიკა.

  ახასიათებს მკერდუკანა ტკივილი (ან მისი ექვივალენტები) მარცხენა მხარში,  (ზოგჯერ მარჯვენაში) წინამხარში, ბეჭში, კისერში, ქვედა ყბაში, ეპიგასტრიუმში ირადიაციით; გულის რითმის და გამტარებლობის მოშლა, არტერიული წნევის არასტაბილურობა: რეაქცია ნიტროგლიცერინის  მიღებაზე არასრულია  ან არ აღინიშნება. იშვიათად ვლინდება დაავადების განვითარების სხვა ვარიანტები: ასტმატური (კარდიალური ასთმა, ფილტვების შეშუპება). არითმიული (გულყრა, უეცარი სიკვდილი, МАС სინდრომი). ცერებროვასკულარული (მწვავე ნევროლოგიური სიმპტომატიკა), აბდომინალური (ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება), მცირესიმპტომული (სისუსტე, გაურკვეველი შეგრძნენბები გულმკერდის არეში). ანამნეზით — რისკ-ფაქტორები ან, პირველად გამოვლენილი ან პირველადი ანგინოზური ტკივილის შეცვლა გიდ-ის ნიშნებით. ცვლილებები ეკგ-ზე (განსაკუთრებით პირველ საათებში) შეიძლება არ გამოვლინდნენ, ან საერთოდ არ არსებობდნენ! დაავადების დაწყებიდან 3-10 საათის შემდეგ — დადებითი ტესტი  ტროპონინით -(Т ან I).

დიფერენციული დიაგნოსტიკა.

 

ძირითად შემთხვევებში — გახანგრზლივებული სტენოკარდიასთან, არასტაბილურ სტენოკარდიასთან, კარდიალგიებთან. არაკარდიალური ტკივილებთან. ფათე-სთან (ფილტვის არტერიის თრომბოზი), მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებებთან (პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი და სხვა.), განშრევებადი აორტის ანევრიზმასთან.

 გადაუდებელი დახმარება

1. ნაჩვენებია:

— ფიზიკური და ემოციური სიმშვიდე:

— ნიტროგლიცერინი (ტაბლეტები ან აეროზოლი по 0,4-0,5 მგ ენის ქვეშ повторно);

— ოქსიგენოთერაპია;

— არტერიული წნევისა და გულის რითმის კორექცია;

— აცეტილსალიცილის მჟავა 0,25 გ (დაიღეჭოს);

— პროპრანოლოლი 20-40 მგ შიგნით.

2. ტკივილის გასაყუჩებლად (ტკივილის ინტენსივობის, პაციენტის ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით):

— მორფინი  10 მგ-მდე ან ნეიროლეპტანალგეზია: ფენტანილი 0.05-0,1 მგ ან პრომედოლი 10-20 მგ  2.5-5 მგ დროპერიდოლთან ერთად, ინტრავენურად წყვეტილად;

— არასაკმარისი ანალგეზიისას — ინტრავენურად 2,5 გ ანალგინი, ხოლო მომატებული არტერიული წნევის ფონზე — 0,1 მგ კლონიდინი .

3. კორონალური სისხლის მიმოქცევის აღსადგენად:

— ტრანსმურალური ინფარქტისას, QT-სეგმენტის აწევით  ეკგ-ზე (პირველი 6, ხოლო, მორეციდივე ტკივილისას, დაავადების დაწყებიდან 12 საათის) რაც შეიძლება ადრე იქნას შეყვანილი სტრეპტოკინაზა 1 500 000 МЕ ინტრავენურად წვეთოვნად  30 წუთში:

სუბენდოკარდიალური ინფარქტისას, QT-სეგმენტის დაწევით  ეკგ-ზე (ან თრომბოლიზური თერაპიის ჩატარების შეუძლებლობისას) რაც შეიძლება სწრაფად იქნას შეყვანილი 5000 IU ჰეპარინი ინტრავენურად ნაკადურად, როლო შემდეგ წვეთოვნად.

4. მუდმივად მოხდეს გულის რითმი და გამტარებლობის კონტროლირება.

5. მდგომარეობის შემდგომი შესაძლო სტაბილიზაციის შემთხვევაში -ჰოსპიტალიზაცია. ძირითადი საფრთხეები და გართულებები:

— გულის რითმის და გამტარებლობის მწვავე მოშლა უეცარ სიკვდილამდე; (პარკუჭთა ფიბრილაცია), განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის პირველ საათებში;

ანგინოზური ტკივილის რეციდივი;

— არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის მედიკამენტოზური);

— გულის მწვავე უკმარისობა (კარდიალური ასთმა, ფილტვების შეშუპება, შოკი);

— არტერიული ჰიპოტენზია; ალერგიული, არითმიული, ჰემორაგიული გართულებები სტრეპტოკინაზის შეყვანისას.
— სუნთქვის მოშლა ნარკოტიული ანალგეტიკების შეყვანისას.

მიოკარდის გაგლეჯვა, გულის ტამპონადა.


შენიშვნები.


   გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად (დაავადების განვითარების პირველ საათებში ან გართულებების დროს) ნაჩვენებია პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია.

   რეციდივირებადი ანგინოზური ტკივილის დროს ან ფილტვებში სველი ხიხინებისას,  ნიტროგლიცერინი შეყვანილი უნდა იქნას  ინტრავენურად წვეთოვნად.

  ალერგიული გართულებების განვითარების მაღალი რისკის შემთხვევაში, სტრეპტოკინაზის დანიშვნამდე, ინტრავენურად შეყვანილი იქნას 30 მგ პრედნიზოლონი. თრომბოლიზური თერაპიის ჩატარების დროს, უზრუნველყოფილი იყოს გულის რითმის და ძირითადი ჰემოდინამიკური მაჩვენებლების კონტროლი,  მზადყოფნა შესაძლო გართულებების კორექციისათვის, (ადგილზე უნდა იყოს დეფიბრილატორი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი).

   სუბენდოკარდიალური ინფარქტისას, (ეკგ-ზე QT-სეგმენტის დეპრესიით და  პათოლოგიური Q კბილის არარსებობით)  ჰეპარინის ინტრავენურად შეყვანის სიჩქარე უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინური დროის სტაბილურად 2 ჯერ გაზრდისათვის, მის ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით.
გაცილებით მოხერხებულია დაბალმოლეკულარული ჰეპარინის გამოყენება ენოქსაპარინი (კლექსანი). 30 მგ კლექსანი შეყავთ ინტრავენურად ნაკადით, რის შემდეგ პრეპარატს ნიშნავენ კანქვეშ  1 მგ/კგ წონაზე 2 ჯერ დღე-ღამეში 3-6 დღის მანძილზე.
 

   თუ ტრადიციული ნარკოტიული ანალგეტიკები არ არის, მაშინ შეიძლება დაინიშნოს 1-2 მგ ბუტოფრანოლი ან 50-100 მგ ტრამადოლი   5მგ დროპერიდოლთან და (ან) 2,5 გ ანალგინთი 5მგ დიაზეპამთან ერთად, ინტრავენურად ნელა ან წყვეტილად.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom