გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობები არასტაბილური სტენოკარდიები


დიაგნოსტიკა.

 

  ხშირი  ან მძიმე ანგინოზური შეტევების (ან მათი ექვივალენტების) პირველად გაჩენა, ადრე არსებული სტენოკარდიის მიმდინარეობის შეცვლა, სტენოკარდიის განახლება ან გაჩენა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 14 დღეში, ან ანგინოზური ტკივილის გაჩენა მოსვენებულ მდგომარეობაში.

არსებობენ განვითარების რისკ-ფაქტორები ან გიდ-ს კლინიკური გამოვლინებები.

ცვლილებები ეკგ-ზე, შეტევის სიმაღლეზეც კი, შესაძლოა ვერ გამოვლინდნენ, ან საერთოდ არ იყონ!

დიფერენციული დიაგნოსტიკა.

 

ძირითად შემთხვევებში — გახანგრძლივებული დაძაბვის სტენოკარდიასთან, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტთან, კარდიალგიებთან. არაკარდიალურ ტკივილებთან.

 გადაუდებელი დახმარება

1. ნაჩვენებია:

— ფიზიკური და ემოციური სიმშვიდე:

— ნიტროგლიცერინი (ტაბლეტები ან აეროზოლი  0,4-0.5 მგ ენის ქვეშ განმეორებით);

— ოქსიგენოთერაპია;

— არტერიული წნევისა და გულის რითმის კორექცია:

— აცეტილსალიცილის მჟავა 0,25 გ (დაიღეჭოს);

— პროპრანოლოლი (ანაპრილინი, ინდერალი) 20-40 მგ შიგნით მიღება.

2. ანგინოზური ტკივილისას (იმის მიხედვით, თუ რამდენად არის გამოვლენილი, პაციენტის ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით);

— მორფინი  10 მგ-მდე ან ნეიროლეპტანალგეზია: ფენტანილი 0.05-0,1 მგ ან პრომედოლი 10-20 მგ,  2,5-5 მგ დროპერიდოლთან ერთად ინტრავენურად ულუფების სახით:

— არასაკმარისი ანალგეზიისას — ინტრავენურად 2,5 გ ანალგინი, ხოლო მომატებული არტერიული წნევისას,  — 0,1 მგ კლონიდინი .

3. კორონალური სისხლისმიმოქცევის აღსადგენად:

— 5000 IU ჰეპარინი ინტრავენურად ჯერ ნაკადურად. შემდეგ წვეთოვნად 1000 IU/საათში.

4. მუდმივად გაკონტროლდეს გულის რითმი და გამტარებლობა.

5. მდგომარეობის შემდგომი შესაძლო სტაბილიზაციის შემთხვევაში -ჰოსპიტალიზაცია.

 

ძირითადი საფრთხეები და გართულებები:

— მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი;

— გულის რითმის ან გამტარებლობის მწვავე მოშლა   (უეცარ სიკვდილამდე);

— ანგინოზური ტკივილის არასრული მოხსნა ან რეციდივი;

— არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის მედიკამენტოზური);

— გულის მწვავე უკმარისობა:

— არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის მედიკამენტოზური);

— სუნთქვის მოშლა ნარკოტიული ანალგეტიკების შეყვანისას.

 

შენიშვნები.

 

ნაჩვენებიაექსტრენული ჰოსპიტალიზაცია,  ეკგ-ზე ცვლილებების არსებობის მიუხედავად, ბლოკებში (პალატებში) ინტენსიური თერაპიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტიანი ავადმყოფების სამკურნალო განყოფილებებში.

აუცილებელია განხორციელდეს გულის რითმისა და არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი .

გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად (დაავადების განვითარების პირველ საათებში ან გართულებების დროს) ნაჩვენებია პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია.

რეციდივირებადი ანგინოზური ტკივილის დროს ან ფილტვებში სველი ხიხინებისას,  ნიტროგლიცერინი შეყვანილი უნდა იქნას  ინტრავენურად წვეთოვნად.

არასტაბილური სტენოკარდიის სამკურნალოდ  ჰეპარინის ინტრავენურად შეყვანის სიჩქარე აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინური დროის სტაბილურად 2 ჯერ გაზრდისათვის, მის ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით. გაცილებით მოხერხებულია დაბალმოლეკულარული ჰეპარინის გამოყენება ენოქსაპარინი (კლექსანი). 30 მგ კლექსანი შეყავთ ინტრავენურად ნაკადით, რის შემდეგ პრეპარატს ნიშნავენ კანქვეშ  1 მგ/კგ წონაზე 2 ჯერ დღე-ღამეში 3-6 დღის მანძილზე.

თუ ტრადიციული ნარკოტიული ანალგეტიკები არ არის, მაშინ შეიძლება დაინიშნოს 1-2 მგ ბუტოფრანოლი ან 50-100 მგ ტრამადოლი   5მგ დროპერიდოლთან და (ან) 2,5 გ ანალგინთი 5მგ დიაზეპამთან ერთად, ინტრავენურად ნელა ან წყვეტილად.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom