გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობები ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია


დიაგნოსტიკა

მასიური ფათე (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) ვლინდება სისხლის მიმოქცევის უეცარი შეწყვეტით (ელექტრომექანიკური დისოციაციით), ან შოკით გამოხატული ქოშინით, ტაქიკარდიით, სიფერმკრთალით ან მკვეთრი კანის სხეულის ზედა ნახევრის ციანოზით, კისრის ვენების დაბერვით, ანგინოზურისმაგვარი ტკივილით, “ფილტვისმიერი გულის” ელექტროკარდიოგრაფიული გამოვლინებებით.

 არააგრესიული ფათე ვლინდება ქოშინით, ტაქიკარდიით, არტერიული ჰიპოტენზიით. ფილტვის ინფარქტის ნიშნებით (ფილტვ-პლევრის ტკივილით, ხველით, ზოგ პაციენტებში — სისხლიანი ნახველით, სხეულის ტემპერატურის მომატებიტ, კრეპიტაციული ხიხინებით ფილტვებში).

ფათეს დიაგნოსტირებისათვის მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას თრომბოემბოლიის განვითარების ისეთი რისკ-ფაქტორების არსებობა, როგორიცაა თრომბოემბოლიის გართულებები, ანამნეზი, ხანდაზმული ასაკი, ხანგრძლივი იმობილიზაცია, არც თუ ისე დიდი ხნის წინ განხორციელებული ქირურგიული ჩარევა, გულის მანკი, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ონკოლოგიური დაავადებები, ქვედა კიდურების ვენების პათოლოგია.

დიფერენციული დიაგნოსტიკა.

 

უმეტეს შემთხვევაში — მიოკარდიუმის ინფარკთან, оგულის მწვავე უკმარისობასთან (сკარდიალურ ასთმასთან, ფილტვეგბის შეშუპებასთან, კარდიოგენულ შოკთან), ბრონქულ ასთმასთან, პნევმონიასთან, სპონტანურ პნევმოთორაქსთან.

 გადაუდებელი დახმარება

1. სისხლის მიმოქცევის უეცარი შეწყვეტისას — გფრ.

2. მასიური ფათე არტერიული ჰიპოტენზიით:

— ოქსიგენოთერაპია:

— ცენტრალური ან პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია :

— ჰეპარინი 10 000 IU ინტრავენურად ნაკადით, შემდეგ წვეთოვნად საწყისი სიჩქარით 1000 IU/საათში:

— ინფუზიური თერაპია (რეოპოლიგლუკინი, 5% გლუკოზის ხსნარი, ჰემოდეზი და სხვა.).

3. მძიმე არტერიული ჰიპოტენზიისას არ ვახდენთ კორექციას ინფუზიური თერაპიით:

— დოპამინი, ან ადრენალინი ინტრავენურად წვეთოვნად. შეყვანის სიჩქარის ზრდით, არტერიული წნევის სტაბილიზაციამდე;

— სტრეპტოკინაზა (250 000 МЕ ინტრავენურად წვეთოვნად  30 мწუთის განმავლობაში, შემდეგ ინტრავენურად წვეთოვნად სიჩქარით 100 000 МЕ/სთ საერთო დოზამდე - 1 500 000 МЕ).

4. სტაბილური არტერიული წნევისას:

— ოქსიგენოთერაპია;

— პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია;

— ჰეპარინი 10 000 IU ინტრავენურად ნაკადით, შემდეგ წვეთოვნად სიჩქარით 1000 IU/საათში ან კანქვეშ  5000 IU ყოველ 8 საათში:

— ეუფილინი 240 მგ ინტრავენურად.

5. ფათე-ს რეციდივული მიმდინარეობისას დამატებით დაინიშნოს შიგნით 0,25 გ აცეტილსალიცილის მჟავა.

6. სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორირება (კარდიომონიტორი, პულსოქსიმეტრი).

7. მდგომარეობის შემდგომი შესაძლო სტაბილიზაციის შემთხვევაში -ჰოსპიტალიზაცია.

 

ძირითადი საფრთხეები და გართულებები:

— ელექტრომექანიკური დისოციაციია:

— ვედრ ხერხდება არტერიული წნევის სტაბილიზაცია;

— მზარდი სუნთქვის უკმარისობა:

— ფათე-ს რეციდივი.

შენიშვნები.

 

დამამძიმებელი ალერგიული ანამნეზის არსებობისას,  სტრეპტოკინაზის დანიშვნამდე, ინტრავენურად ნაკადით შეყავთ 30 მგ პრედნიზოლონი.

ფათე-ის სამკურნალოდ,   ჰეპარინის ინტრავენურად შეყვანის სიჩქარე, აუცილებელია შეირჩეს ინდივიდუალურად,  ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინური დროის სტაბილურად 2 ჯერ გაზრდისათვის, მის ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom