გადაუდებელი მდგომარეობები მეან-გინეკოლოგიაში საკვერცხის აპოპლექსია


საკვერცხის მთლიანობის მწვავე დარღვევა  სისხლჩაქცევით მის ქსოვილებში და მუცლის ღრუში სისხლდენით.

დიაგნოსტიკა

ვლინდება ტკივილის სინდრომით, რომელიც ხშირად ვითარდება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში ტკივილი ყრუ, ქაჩვითი ხასიათის, ვლინდება დაზიანებული საკვერცხის მხარეს. მუცლის ღრუში საკმაო რაოდენობით სისხლის ჩაღვრისას, ვლინდება მწვავე სისხლდენის სურათიც: თავბრუსხვევა, სისუსტე, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია და სხვა. მუცლის წინა კედელი დაჭიმული, მოყრუება ლატერალური ღარების გასწვრივ.

 გადაუდებელი დახმარება

— ინტრავენურად კრისტალოიდების  ხსნარების  შეყვანა (იხ. ნაწილი “მწვავე სისხლის დანაკარგი");

— ჰოსპიტალიზაცია გინეკოლოგიურ განყოფილებაში.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom