გადაუდებელი მდგომარეობები მეან-გინეკოლოგიაში სისხლდენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში


ვითარდება მომყოლის დაბადების სემდგომ (ადრეული) ან მშობიარობისშემდგომი პერიოდის რომელიმე დღეს (გვიანი).

დიაგნოსტიკა

ნაყოფისა და მომყოლის დაბადების შემდეგ საშვილოსნო ”მოიმჩვარება” რბილდება, სასქესო გზებიდან აღინიშნება სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენა, ზოგჯერ მასიურიც კი. დაკარგული სისხლის რაოდენობის მატებასთან ერთად ვილინდება ჰემორაგიული შოკის სიმპტომები: კანის სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, T/A-ს მკვეთრი დაქვეითება  და სხვა. ტრანსპორტირება, პაციენტის საკაცეზე გადაყვანა მკვეთრად ამძიმებს მდგომარეობას.

 გადაუდებელი დახმარება

— ნებისმიერი სისხლის შემცვლელი პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა, გარდა დექსტრანის პრეპარატებისა, რადგანაც ეს უკანასკნელნი აუარესებენ ჰემოსტაზს. შეყავთ ჟელატინოლი, პოლიოქსიდინი, კრისტალოიდური ხსნარები;

— ინტრავენურად ოქსიტოცინი 5-10 ერთ. в 5% გლუკოზის ხსნარში, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი (250-500 მლ);

— ინტრავენურად (კუნთებში) вასკორბინის მჟავა (5% ხსნარი 5 მლ), მამოფიზინი (1-2 მლ), ვიკასოლი (1-2 მლ);

— დაბალი T/A-ს დროს ინტრავენურად 60 მგ პრედნიზოლონი (200-300 მგ ჰიდროკორტიზონი);

— საშვილოსნოს გარეგანი მასაჟი (შეიძლება სისხლდენის გაძლიერება გამოიწვიოს!);

— ცივი (ყინულის ბუშტი) მუცლის ქვედა ნაწილზე:

 სასწრფო ტრანსპორტირება უახლოეს სამეანო სტაციონარში —  სისხლდენიანი ავადმყოფის მიყვანაზე წინასწარ ატყობინებენ სამშობიარო სდახლის პერსონალს.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom