გადაუდებელი მდგომარეობები მეან-გინეკოლოგიაში პლაცენტის მკვრივი შეხორცება ჩაზრდა


პლაცენტის პათოლოგიური ფიქსაცია, რომლის დროსაც ქორიონის ხაოები ჩაიზრდება დეციდუალური გარსის ბაზალური ნაწილის ღრუბლისებრ შრეში (მჭიდრო მიმაგრება),  ან ჩაიზრდებიან მიომეტრიუმში (საშვილოსნოში ჩახორცება).

დიაგნოსტიკა

მომყოლის მოცილების პროცესის მოშლა, რომელსაც თან ახლავს ძლიერი, ზოგჯერ სასიკვდილო სისხლდენა.

 გადაუდებელი დახმარება

მომყოლის მოცილების ნიშნების არარსებობა და მნიშვნელოვანი სისხლდენა, ბინაზე მშობიარობის შემთხვევაში, ნაჩვენებია სასწრაფო გადაყვანა უახლოეს სამეანო განყოფილებაში. (ტრანსპორტირება აუცილებელია საკაცით);

ტენდენცია სისხლდენის გაძლიერებისკენ და ისეთი ნიშნების გამოჩენა, როგორიცაა ტაქიკარდია, წნევის ვარდნა კანის და ხილული ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე და სხვა.., –პოლიიონური და კოლოიდური ხსნარების გადასხმის ჩვენებაა. ტრანსპორტირება ხორციელდება მსმ–ის ხსნარების გადასხმით შევსების ქვეშ:

ძლიერი სისხლდენისას, როდესაც შეუძლებელია ტრანსპორტირება სამეანო სტაციონარში, ოპერაცია ტარდება ადგილზე: უნდა აღინიშნოს ამ გარემოების განსაკუთრებული მნიშვნელობა, საჭიროა აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება და ასეპტიური პირობები, ოპერაცია ტარდება სომბრევინით ნარკოზით  (10 მლ 5% ხსნარი) ან–   (150 мг) ან სხვა ი/ვ ანესთეტიკი:

 

ოპერაციის ტექნიკა

   მშობიარეს აწვენენ მაგიდის კიდეზე, ქვედა კიდურებს ხრიან მენჯ–ბარძაყისა და მუხლის სახსრებში და მიაქვთ მუცელთან, ამ მდგომარეობაში აჩერებენ მთელი ოპერაციის მსვლელობის დროს. კეთდება მშობიარის გარეთა სასქესო ორგანოების და ექიმის ხელების დეზინფიცირება. იცმევენ სტერილურ ხელთათმანებს. მარცხენა ხელის თითებით შლიან სასირცხო ბაგეებს, მარჯვენა ხელის მტევანი, კონუსურად მოხრილი შეყავთ საშოში, და შემდეგ საშვილოსნოში. ჭიპლარით პოულობენ პლაცენტას და მის კიდეს, თითებით შედიან პლაცენტისა და საშვილოსნოს კედლებს შორის და აშრევებენ პლაცენტას მთელ სიგრძეზე. მარცხენა ხელით აფიქსირებენ საშვილოსნოს, ოპერაციისათვის მოსახერხებელ მდგომარეობაში. პლაცენტის აშრევების შემდეგ, მარცხენა ხელით ქაჩავენ ჭიპლარს და გამოაქვთ გარეთ, ათვალიერებენ, ამოწმებენ მთლიანობას, მარჯვენა ხელით ახორციელებენ დამატებით კონტროლს, ათვალიერებენ საშვილოსნოს კედლებს, აუცილებლობის შემთხვევაში, (საშილოსნოს არასაკმარისი შეკუმშვა), ახორციელებენ საშვილოსნოს მასაჟს მუშტზე, რის შემდეგ ხელი გამოაქვთ გარეთ. ოპერაციის დასრულების შემდეგ კუნთებში შეყავთ საშვილოსნოს შეკუმშვის გამაძლიერებელი ერთ–ერთი პრეპარატი: 1 მლ (3 ერთ) მამოფიზინი ან 1 მლ (5 ერთ) ოქსიტოცინი. თუ ოპერაციის დროს პლაცენტა მთლიანად არ სცილდება საშვილოსნოს კედელს (პლაცენტის ჩახორცება), საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს მისი ხელით მოცილების მცდელობები, საშვილოსნოს ღრუ მჭიდროდ დატამპონდეს სტერილური ხელსახოცებით და უზრუნველყოფილი იქნას მშობიარის სასწრაფო ტრანსპორტირება უახლოეს სამეანო სტაციონარში. ტრანსპორტირებისას  ატარებენ ინფუზიურ თერაპიას. ასეთ სიტუაციებში, ტრანსპორტირებისას არ არის ნაჩვენები უროტონური საშუალებების შეყვანა, რადგანაც ამან შესაძლოა გააძლიეროს სისხლდენა..


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom