გადაუდებელი მდგომარეობები მეან-გინეკოლოგიაში პრეეკლამპსია ეკლამპსია


ორსულობის მძიმე გართულება, ვლინდება პოლიორგანული უკმარისობთ: ღვიძლის, თირკმლების, ფილტვების, საშვილოსნო–პლაცენტარული და ცერებრალური – კრუნჩხვითი შეტევების განვითარებით (ეკლამპსია).

დიაგნოსტიკა

მაღალი არტერიული წნევა, შარდის გამოყოფის დაქვეითება, შეშუპება, სხეულის მასისი პათოლოგიური მატება (400 გ–ზე მეტი კვირაში), ქალთა კონსულტაციებში ჩატარებულიშარდის ანალიზით –პროტეინურია. თავის ტკივილი. მხედველობის გაუარესება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ეს სიმპტომები მეტყველებენ მდგომარეობის უკიდურეს სიმძიმეზე, კრუნჩხვითი სინდრომის შესაძლო სწრაფ განვითარებაზე. ეკლამპსიის შეტევა გრძელდება  1.5-2 წუთს და ხასიათდება პერიოდების შემდეგი თანმიმდევრული შეცვლით:


— კრუნჩხვებისწინა: კისრის, ზედა კიდურების კუნთების ფიბრილარული თრთოლვა, ქუთუთოები იხურება, "თვალის კაკლები ბრუნდება", ჩანს მხოლოდ თეთრი გარსები, გონება იბინდება, გრძელდება 30 წამი;

ტონური კრუნჩხვების პერიოდი ვლინდება ზოგადი კრუნჩხვითი სტატუსით, გვაგონებს ოპისტოტონუსის მდგომარეობას: სხეული იჭიმება, იძაბება, თავი უკან იხრება, (ტონური კრუნჩხვა), სუნთქვა ჩერდება, პულსი ძლივს ისინჯება, ზოგადი ციანოზი, გრძელდება 30–40 წამი;

— კლონური კრუნჩხვების პერიოდი — სხეულის და კიდურების კუნთების ყველა ჯგუფის ძლიერი კრუნჩხვითი შეკუმშვა, რომლებიც ამ პერიოდის დასასრულს (30–40 წამი) სუსტდება და წყდება. ხდება  სუნთქვის აღდგენა ჩახრინწული, კრუნჩხვითი ხასიათის, ტაქიპნოე, პირიდან დუჟი, არც ისე იშვიათად სისხლიანი, შეტევისას ენაზე და ტუჩებზე კბენის შედეგად,
— შეტევის მოხსნის პერიოდი — კრუნჩხვების სრული შეწყვეტა, ზოგჯერ ხდება ცნობიერების აღდგენა, მაგრამ ხშირად აღინიშნება კომატოზურ მდგომარეობაში ან ახალ კრუნჩხვით შეტევაში გადასვლა.

 გადაუდებელი დახმარება

— სედატიური საშუალებების დანიშვნა (სედუქსენი და სხვა. 10-20 მგ ინტრავენურად), ხსნარი მაგნიუმის სულფატი 25% — 20-25 მლ კუნთებში (10-15 მლ ამ მოცულობიდან შეიძლება შეყვანილი იქნას ინტრავენურად). ნიღბით ნარკოზი აზოტის ზეჟანგითა და ჟანგბადით 1:1 თანაფარდობით.

—  მაღალი არტერიული წნევისას (160-180 და 100-120 მმ ვწყ.სვ.) ინტრავენურად შეყავთ კლოფელინი 0,01% — 1 მლ  5% გლუკოზის ხსნარში  (150-200მლ) ან ნიტროგლიცერინი (ტაბლეტები, აეროზოლი) 0,4-0,5 მგ ენის ქვეშ (იხ. ასევე ნაწილი "ჰიპერტენზიული კრიზები");

— ნებისმიერი იზოტონური ხსნარის ინტრავენურად შეყვანა(5% გლუკოზა, ლაქტასოლი, ნატრიუმის ქლორიდის  იზოტონური ხსნარიდა სხვა.) აგრძელებენ ავადმყოფის ტრანსპორტირების პროცესში;

— ეკლამპსიის შეტევის დროს შეყავთ პირის გამაფართოვებელი (კოვზი, დოლბანდდახვეული, ბამბადახვეული); შეტევის დასრულების შემდეგ აძლევენ ნიღბით ნარკოზს აზოტის ზეჟანგითა და ჟანგბადით 1:1 თანაფარდობით;

— სასწრაფო ტრანსპორტირება სამეანო სტაციონარში ჩატარებული მედიკამენტოზური მომზადების შემდეგ, ნიღბით ნარკოზის ქვეშ.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom