გადაუდებელი მდგომარეობები მეან-გინეკოლოგიაში სასქესო ორგანოების ტრავმა


გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების ძალადობრივი დაზიანება, შეიძლება იყოს: ქიმიური, მექანიკური, ცეცხლნასროლი, თერმული და სხვა. ხშირად დაკავშირებულია საშოში უცხო სხეულების შეყვანასთან, ბასრი და ბლაგვი საგნებით დაზიანებასთან, სამშობიარო ოპერაციებთან, აბორტტან და სხვა..

დიაგნოსტიკა

სისხლდენა. ჰემატომების  გაჩენა გარეთა სასქესო ორგანოების არეში მასიური სისხლდენა კლიტორის მიდამოს დაზიანების დროს წვეტიანი მჩხვლეტავი საგნებით მიყენებული ტრავმა, ჩვეულებრივ წარმოდგენილია ნაფლეთოვანი, დიდი დაზიანებული ზედაპირებით ჭრილობების სახით, სიღრმეში მიმავალი, შესაძლო საშვილოსნოს თაღის, შარდის ბუშტის ნაწლავის დაზიანებითაც და შინაგანი სისხლდენითაც კი.                                                    ;

დაზიანების სიმძიმესთან დაკავშირებით მდგომარეობა შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებლიდან – კოლაფტოიდურამდე, დაზიანების ხასიათს აზუსტებენ ანამნეზის შეკრების დროს.

 გადაუდებელი დახმარება

—გარეთა სასქესო ორგანოების დაზიანებული უბნებიდან  მასიური სისხლდენისას ხდება დამწოლი ნახვევის დადება

— სისხლდენასთან დაკავშირებული ჰიპოვოლემიისას,  ინფუზიური თერაპია (იხ. ზემოთ);

— ტკივილითი სინდრომისას — ნარკოტიული და არანარკოტიული ანალგეტიკები:

— სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია საკაცით საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom