გადაუდებელი მდგომარეობები მეან-გინეკოლოგიაში ► ჭიპლარისა და სხეულის მცირე ნაწილების გამოვარდნა
მშობიარობის
გართულება, რომელიც ვლინდება საშვილოსნოსა და სასქესო გზებში ჭიპლარის მარყუჟების,
ნაყოფის ხელებისა და ფეხების დაბადებით, ხდება სანაყოფე წყლების დაღვრის
შემდეგ.
დიაგნოსტიკა
ნაყოფის მცირე ნაწილების, ჭიპლარის მარყუჟების გამოჩენა საშვილოსნოსა
და არა სასქესო გზებში, სანაყოფე წყლების დაღვრის შემდეგ, რაზეც მეტყველებენ
სხვადასხვა ინტენსივობის ჭინთვები.
გადაუდებელი დახმარება
— დაიფაროს გამოვარდნილი ნაწილები სუფთა ზეწრით;
— ჭიპლარის მარყუჟების გამოვარდნისას — საშვილოსნოში შეყვანილი ხელის კვრით,
სტერილური ხელთათმანებით, გადაადგილდეს თავი მენჯის სესავალიდან და ამ
მდგომარეობაში დაფიქსირდეს ტრანსპორტირების მანძილზე, (ხდება ჭიპლარისმოჭყლეტვის
პრევენცია).
— სასწრაფო ტრანსპორტირება უახლოეს სამეანო სტაციონარში.