გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები ► მწვავე აპენდიციტი
დიაგნოსტიკა
კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დაავადების ფორმასთან, ჭიაყელა
ნაწლავის ლოკალიზაციასთან, ავადმყოფის სქესთან და ასაკთან .
გამოყოფენ გაურთულებელ (კატარალურ, ფლეგმონოზურ, განგრენოზულ აპენდიციტებს) და
გართულებულ ფორმებს (პერფორირებული აპენდიციტი ადგილობრივი ან გავრცელებული
პერიტონიტით, აპენდიკულარული ინფილტრატი, პილეფლებიტი).
დაავადებას აქვს დამახასიატებელი დასაწყისი —
ეპიგასტრიუმის არეში ზომიერი ინტენსივობის ტკივილის წარმოშობა, რომელიც 3-4
საათის შემდეგ ჩამოდის მარჯვენა თეძოს ფოსოში, სადაც ის ლოკალიზდება და
რჩება მუდმივად.
ტკივილი შეიძლება დაიწყოს მთელ მუცელში, თან ერთვოდეს გულისრევის შეგრძნება,
იშვიათად ერთჯერადი პირღებინება შემდგომი ლოკალიზაციით მარჯვენა ტეძოს ფოსოს ან
ჭიპის არეში, მაგრამ შეიძლება დაიწყოს და დარჩეს მუდმიმად მარჯვენა თეძოს ფოსოში
ირადიაციის გარეშე. ინტოქსიკაციის ზოგადი ნიშნები, რომელიც არ არის გამოხატული
დაავადების დასაწყისში, ჭიაყელა ნაწლავში ანთებითი პროცესის და პერიტონიტის
განვითარებასთან ერთად, გადმოდიან წინა პლანზე (ჰიპერტერმია, პირღებინების
გახშირება, ტაქიკარდია, მშრალი ენა, შარდის რაოდენობის შემცირება).
მუცლის გასინჯვისას, მეტწილად დამახასიათებელია ლოკალური ტკივილისა და
მტკივნეულობის თანხვედრა მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში, კუნთების რიგიდობა. დადებითია
როვზინგის, სიტკოვსკის. ვოსკრესენსკის, ბორტომიე-მიხელსონის, ობრაზცოვის
სიმპტომები. აპენდიქსის პარიეტალურ პერიტონეუმთან მდებარეობის მანძილის მიხედვით
მიმართებაში, შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომის სიმკვეთრე, შეიძლება ხვადასხვა
სიძლიერით იყოს გამოხატული. საჭიროა გახსოვდეთ მისი ატიპიური მდებარეობის
შესაძლებლობა მცირე მენჯში (რეტროცეკალურად, რეტროპერიტონეალურად და მარჯვენა
ღვიძლქვეშა მიდამოში).
დიფერენციული დიაგნოსტიკა
მწვავე აპენდიციტის დიფერენცირება უნდა მოხდეს მწვავე გასტრიტისა და
გასტროენტერიტისგან,
კუჭის 12-გოჯა ნაწლავის პერფორაციისგან და მწვავე ქოლეცისტიტისა და
პანკრეატიტისაგან, ასევე оასევე ნაწლავთა მწვავე გაუვალობისგან.
დიფერენციალური დიაგნოზი
უნდა ჩატარდეს
ქალთა სასქესო ორგანოების დაავადევებთან (საშვილოსნოსგარე ორსულობა, საკვერცხის აპოპლექსია,
მწვავე ადნექსიტი), თირკმლის ჭვალთან, ჩირქოვან პიელიტთან, პარანეფრიტთან, მწვავე
მეზადენიტთან, მუცლის ტიფთან და დიზენტერიასთან, ასევე ასევე მარჯვენამხრივ,
ქვედაწილოვან პლევროპნევმონიასთან და მარჯვენამხრივ პლევრიტთან,
მიოკარდიუმის ინფარქტთან.
გადაუდებელი დახმარება
— ქირურგიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია;
— ტკივილგამაყუჩებლების შეყვანა დაუშვებელია!