გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები ► მწვავე ქოლეცისტიტი
დიაგნოსტიკა
ანამნეზით: ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, сმსგავსი შეტევები წარსულში, შეიძლება
გამოყენებული იქნას ადრე ცატარებული გამოკვლევების სედეგები: ექოსკოპია,
ქოლეცისტოგრაფია.
დამახასიათებელია ლოკალიზებული მწვავე ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში.
ქოლეცისტიტის დროს, მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ლოკალური ტკივილის გარდა, აქვე
ვლინდება
მტკივნეულობა პალპაციის დროს, შეიძლება გამოვლინდეს (ავადმყოფების 30%-ს)
ნაღვლის ბუშტის გადიდება, მუცლის წინა კედლის კუნთების ლოკალური დაჭიმულობა, შჩოტკინ-ბლუმბერგის
სიმპტომი, ამ უბანშივეა ლოკალიზებული. დამახასიათებელია
შემდეგი სიმპტომები: ორტნერის, კერის და მერფის, შესაძლოა მარჯვენა ბეჭში, ლავიწში
ირადიაცია, (დადებითი ფრენიკუს სიმპტომი), ირადიაცია გულის არეში (ბოტკინის
ქოლეცისტო-კორონალური სინდრომი).
ერთდროულად მიმდინარე ქოლეცისტიტისა და ქოლანგიტის დროს, მკვეთრად უარესდება
ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა: пვლინდება სიყვითლე, ტაქიკარდია, შემცივნება,
ღვიძლ-თირკმლის უკმარისობის მოვლენები (მიაქციეთ ყურადღება დალეული სითხის და
გამოყოფილი შარდის რაოდენობას!). ამ შემთხვევაში დიგნოზის ფორმულირება ხდება
შემდეგნაირად: მწვავე კალკულოზური ქოლეცისტო-ქოლანგიტიо, მექანიკური სიყვითლე,
მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ხარისხის ინტოქსიკაცია.
მწვავე ქოლეცისტიტის გართულებულ ფორმებს მიეკუთვნება: პარავეზიკულური ინფილტრატი ან
აბსცესი, ასევე ადგილობრივი ან მიმოქცეული ნაღვლოვანი პერიტონიტი. ნაღვლის ბუშტის
ჭვალის ქვეშ იგულისხმება: მარჯვენა ფერდქვეშა არეში ხანმოკლე ტკივილის შეტევა,
რომელიც გაივლის ან თავისით, ან სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედების შედეგად,
რომელსაც თან არ ახლავს ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები. ჰოსპიტალიზაციამდე ეტაპზე, დიაგნოზი “არაკუპირებადი
ნაღვლოვანი ჭვალი”, ასევე დიაგნოზი “ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავება”, უნდა
ჩაითვალოს მცდარად, რაც ხელს უწყობს შემდგომ არასწორ ტაქტიკას სტაციონარში.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
დიფერენცირება უნდა მოხდეს: მწვავე აპენდიცი5ტთან, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის
წყლულის პერფორაციასთან, მსხვილი ნაწლავის ღვიძლის კუთხის სიმსივნესთან.
გადაუდებელი დახმარება
— სპაზმოლიზური პრეპარატების გამოყენება: ნიტროგლიცერინი — 1 ტაბ. ენის ქვეშ,
ნო-შპას 2% ხსნარი 2-4 მლ, ან 2% პაპავერინის ხსნარი 1-2 მლ. 2,4% ეუფილინის ხსნარი 5 მლ 5% გლუკოზის 500 მლ
ხსნარში ინტრავენურად:
— რინგერ-ლოკის, რეოპოლიგლუკინის ან
სხვა პლაზმის შემცვლელი ხსნარების ინტრავენურად გადასხმა;
— ინტრავენურად ნოვოკაინის 0.25% -იანი (100-150 მლ) ხსნარის წვეთოვნად გადასხმა ;
— ანტიჰისტამინური პრეპარატები (დიმედროლის 1% ხსნარი 1-2 მლ ან სუპრასტინის 2%
ხსნარი 1-2 მლ ინტრავენურად);
— ყინულის ბუშტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
— ქირურგიულ განყოფილებაში დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია.