გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები ► ნაწლავთა გაუვალობა
დიაგნოსტიკა
პირველი ფაზას ახასიათებს ინტენსიური, შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცელში,
კუჭისმოქმედებისა და აირების გამოყოფის შეწყვეტა. მაჯა აჩქარებულია. მუცელი შებერილი,
მისი დაჭიმულობა ძლიერდება “შეტევების” დროს,
აუსტკულტაციით მოისმინება გაძლიერებული პერისტალტიკა, რომელიც ზოგჯერ შორიდანაც
ჩანს.
მეორე ფაზაში ტკივილი მუცელში ქრება, მაგრამ მატულობს ზოგადი ინტოქსიკაცია,
ტაქიკარდია. კანის საფარველი ფერმკრთალი, შეიძლება იყოს “მარმარილოსებრი ” შეფერვის.
ენა მშრალი, შელესილი,. შეიძლება შეიძლება იყოს გამოხატულილ ვალის სინდრომი (მუცლის
ხილული ასიმეტრია,
ხილული პერისტალტიკა, გასინჯვით, რეზისტენტული გამობერილობა, რომელზეც პერკუსიით
აღინიშნება ტიმპანიტი). ჩნდება შხეფის ხმა.
მესაპე ფაზა — პერიტონიტის განვითარება. მუცლის ზომიერი შებერილობის ფონზე, როდესაც
არ გამოიყოფა არც განავალი და არც აირები, ჩნდება პირღებინება •განავლოვანი”
მასებით,
სახის ნაკვთები წაწვეტებულია, ენა მშრალი, მკვეთრად გამოხატული ტაქიკარდია, შჩოტკინ-ბლუმბერგის
სიმპტომი დადებითია მთელ მუცელზე, რჩება “შხეფის ხმა”. рег гес.
გამოკვლევით — ობუხოვის საავადმყოფოს დადებითი სიმპტომი — სწორი ნაწლავის
ამპულის ”ბალონისებური” გაფართოვება და ანუსის პირღიაობა.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
აუცილებელია მოხდეს დიფერენცირება პანკრეატიტის, წყკულის პერფორაციის, მწვავე
ქოლეცისრტიტის, სხვა ეთიოლოგიის მიმოქცეული პერიტონიტის, მუცლიწს ღრუს ორგანოების
შეხორცებითი დაავადებებისგან.
გადაუდებელი დახმარება
— ჩაიდგას ნაზო-გასტრალური ზონდი, ამოირეცხოს კუჭი;
— ინტრავენურად შეყვანილი იქნას პლაზმისშემცვლელები;
— შეყვანილი იქნას სპაზმოლიზური საშუალებები (ნო-შპა 2 მლ, ჰალიდორი — 2 მლ კუნთებში):
'
— შეყვანილი იქნას ანტიჰისტამინური პრეპარატები; ;
— დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ განყოფილებაში.