გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები ► მწვავე სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
წარმოადგენს
სხვადასხვა ეთიოლოგიის მრავალი დაავადების გართულებას. მეტწილად მეტწილად ხშირი
მიზეზებია — კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული და მწვავე წყლულები, სიმსივნეები,
ეროზიული
ჰემორაგიული გასტრიტი, პორტალური ჰიპერტენზია.
დიაგნოსტიკა
წყლულოვანი ეთიოლოგიის სისხლდენისათვის დამახასიათებელია წეარსულში არსებული
ტკივილითი და დისპეპსიური სინდრომის არსებობა, ტკივილის გამწვავება სისხლდენის
დაწყებამდე რამოდენიმე დღით, ან კვირით ადრე, მისი გაქრობა სისხლდენის დაწყების
შემდეგ, სოდის, ტკივილგამაყუჩებლებისა და სპაზმოლიზური საშუალებების ხმარება,
სისხლდენისას ასეთ პაციენტებს, აღენიშნებათ, არა მხოლოდ
ტკივილის გაქრობა, არამედ მისი შემცირება მუცლის პალპაციის დროს.
სიომსივნიდან სისხლდენისათვის დამახასიათებელია: “კუჭისმიერი” ანამნეზი, ყრუ
ტკივილები და სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, მადის დაქვეითება, გახდომა,
ძილის დარღვევა,
სისუსტე, დაღლილობა. ამავდროულად, ბევრს აღენიშნება მტკივნეულობა ეპიგასტრიუმის
არეში, ზოგჯერ ისინჯება მოცულობითი წარმონაქმნი, ხორკლოვანი ღვიძლი, ვლინდება
ასციტი. მაჭალი ლოკალიზაციის (კუჭი, საყლაპავი), სისხლმდენი წყლულებისათვის
დამახასიათებელია პირღებინება სისხლით, ან ყავის ნალექისფერი მასებით, ტკივილი
გულმკერდის უკან, დისფაგია.
სისხლდენას საყლაპავის ვარიკოზულად გაფარტოვებული ვენებიდან და კუჭიდან, ღვიძლის
ციროზის დროს, ახასიათებს მწვავე დასაწყეისი, მასიური სისხლიანი პირღებინებით “სავსე
პირით” ან “შადრევანისებრი”.
“სისხლიანი” განავალი (“განავლოვანი ჟელეს” ტიპის) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა
სარტულიდან სისხლდენა, როგორც წესი მასიური ხასიათის არის და წარმოადგენს სერიოზულ
საფრთხეს პაციენტის სიცოცხლისათვის (ალგოვერის ინდექსი უახლოვდება 2-ს).
ვითარდება გონების დაკარგვა და
კოლაფსი. კუპრისფერი თხელი განავალი, მძიმე სისხლის დანაკარგით მიმდინარე პროფუზულ
სისხლდენაზე მიუთითებს საჭმლისმომნელებელი ტრაქტის ზედა სართულიდან, .
შავი ფერის გაფორმებული განავალი აღენიშნებათ ავადმყოფებს, რომელთაც მსუბუქი და
საშუალო სიმძიმის სისხლდენა აქვთ.
თეძოსა და მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენებს ახასიათებს დეფეკაციისას, განავლოვან
მასებში შერეული ნაკლებად შეცვლილი სისხლი, . რექტალურ სისხლდენებს ახასიატებთ
ალისფერი სისხლის არსებობა.
მწვავე სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შერეული ტიპის ჰემორაგიებს მიეკუთვნება,
რომელთაც აქვთ ფარული და ხილული პერიოდები. ფარული პერიოდი იწყება სისხლის
მოხვედრიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ამ დროს ჩნდება სისუსტე, სისუსტე, თავბრუსხვევა,
ხმაური და ზარის რეკვა თავში, გულისრევის შეგრძნება, ოფლიანობა და გულყრა.
რექტალური გამოკვლევა აუცილებელია ჩაუტარდეს ყველა პაციენტს, თუ არის ეჭვი
სისხლდენაზე, კერძოდ ავადმყოფებს ”გულყრისშემდგომი მდგომარეობით” .
სისხლდენის მეორე, ხილული პერიოდი, იწყება სისხლიანი პირღებინებითა და მელენით. შემდეგ
იშლება მწვავედ განვითარებული სისხლნაკლებობის კლინიკური სურათი:
თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, ცივი ოფლი. კანის საფარველის და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე,
არტერიული წნევის ვარდნა, ტაქიკარდია.
მიმართვის დიაგნოზში, აუცილებლად უნდა იქნას მითითებული სისხლის დანაკარგის
სიმძიმის ხარისხი.
დიფერენციალური დიაგნოზი
საჭიროა მოხდეს დიფერენცირება ფილტვიდან სისხლდენისგან (ფილტვის კიბოს,
ბრონქოექტაზიული დაავადების, ტუბერკულოზის და სხვა დაავადებების დროს), რომლებიც
გამოირჩევიან ქაფიანი, არაიშვიათად ალისფერი, რომელსაც თან ახლავს ხველა,
ქოშინი, ციანოზი.
გადაუდებელი დახმარება
— კოლაფსისას მკაცრი წოლითი რეჟიმი: — ტრანსპორტირება ტრენდელენბურგის
მდებარეობაში;
— ყინულის ბუშტი მუცელზე;
— საკვებისა და წყლის მიღება აკრძალულია:
— ინტრავენურად იქნას შეყვანილი 10,0 —10% კალციუმის ქლორიდის ხსნარი და 4,0 — 3% ვიკასოლი;
— თავიდან პლაზმისშემცვლელი ხსნარების ინფუზია ინტრავენურად ნაკადით, შემდეგ, თუ T/A
> 80 მმ. ვწყ. სვ.— წვეთოვნად;
— ინტრავენურად იქნას შეყვანილი დიცინონის 1-2 ამპულა — 12.5% ხსნარი ან ენდროქსონი 1-2
ამპულა კუნთებში:
— ოქსიგენოთერაპია;
— კრიტიკული ჰიპოვოლემიის დროს 2,0 — 0,2% ნორადრენალინის ან 1,0 — 1% მეზატონის
ხსნარი 800,0 — 5% გლუკოზის წვეთოვნად მსმ-ის საკმარისად აღდგენილ
ფონზე;
— ვარიკოზულად გაფართოვებული საყლაპავის ვენებიდან სისხლდენის დროს, ჩაიდგას
ბლეკმორის ან სენგსტოკენის ზონდი;
— დაუყოვნებლივ ქირურგიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია.