გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები ► მწვავე პანკრეატიტი
მწვავე
პანკრეატიტში
იგულისხმება კუჭუკანა ჯირკვლის ფერმენტული ბუნების მწვავე ანთებითი პროცესი,
პანკრეონეკროზის განვითარების დიდი ალბათობით, რომელსაც თან ახლავს მზარდი
ენდოგენური ინტოქსიკაცია.
ძირითადი მიზეზები — ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, ალკოჰოლის მიღება, ტრავმა.
წინასწარ განწყობის ფაქტორები — სიმსუქნე.
გამოყოფენ:
1. მწვავე პანკრეატიტის შეშუპებითი ფორმა;
2. ჰემორაგიული პანკრეონეკროზი;
3. ცხიმოვანი პანკრეონეკროზი;
4. პანკრეონეკროზის შერეული ფორმა;
5. ჩირქოვან-ნეკროტიული პანკრეატიტი;
დიაგნოსტიკა
მწვავე დასაწყისი, უეცარი, მკვეთრი ინტენსიური ტკივილით ეპიგასტრალურ მიდამოში.
ტკივილი ირადირებს წელის არეში, შეიძლება ჰქონდეს სარტყლისებრი ხასიათი აღინიშნება
პირღებინება პირღებინება, განმეორებადი, ზოგჯერ, შეუძყვეტელი, რომელსაც არ მოაქვს
შვება.
დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ორფგანიზმის ადრეული ინტოქსიკაცი: გამოხატული
ტაქიკარდია, დიურეზის სწრაფი შემცირება, სახის, ტუჩების ციანოზი, კანის საფარველის სიფერმკრთალე (მარმარილოსებრი)
, წებვადი ოფლი, ეიფორიის მოვლენები, შესაძლოა ინტოქსიკაციური ფსიქოზი. დაავადების
დასაწყისშივე ყალიბდება ნაწლავების გამოხატული პარეზი. ფერმენტაციული პერიტონიტის
განვითარებასთან ერთად, შეიძლება განისაზღვროს შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი .
მუცლის წინა კედლის კუნთების რიგიდობა, როგორც წესი არ არის გამოხატული. შესაძლოა
დადებითი იყოს პასტერნაცკის, მეიო-რობსონის სიმპტომები. კუჭუკანა ჯირკვლის
პროექციაში პალპირებადი ინფილტრატი შეიძლება ვრცელდებოდეს მუცლის ღრუს სხვა
ნაწილებში.
დიფერენციალური დიაგნოზი
დიფერენცირება უნდა მოხდეს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის პერფორაციის, მწვავე
ქოლეცისტიტის, кишечной გაუვალობის, თრომბოზის ან ჯორჯლის სისხლძარღვების მწვავე
თრომბოზის, მწვავე აპენდიციტის და მიოკარდიუმის მწვავე ინფარკტისგან.
გადაუდებელი დახმარება
— пსაკრო-სპინალური ბლოკადა ნოვოკაინით;
— хცივი ეპიგასტრიუმის არეში;
— სპაზმოლიზური საშუალებების გამოყენება: ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ — 1 ტაბ., ნო-შპა
2 მლ ან 2% ხსნარი პაპავერინის 2-4 მლ, პლატიფილინი 1-2 მლ ინტრავენურად
500ml 0,9% ხსნარი МаСl ან 5% გლუკოზის ხსნარში;
— ინტრავენურად ატროპინის 0.1% 1ml ხსნარიs
შეყვანა:
— ანტიჰისტამინური პრეპარატები (დიმედროლი 2% ხსნარი- 1 ml ან
პიპოლფენი 2.5%
ხსნარი 2 მლ კუნთებში);
— ზონდი კუჭში, კუჭის შიგთავსის ამოსაქაჩად:
— ქირურგიულ განყოფილებაში სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.