გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები ► კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია
განასხვავებენ
ქრონიკული და მწვავე წყლულების პერფორაციას. ლოკალიზაციის მიხედვით გვხვდება კუჭის
(მცირე სიმრუდის, წინა და უკანა კედლის კარდიალური, პილორული) და
12-გოჯა ნაწლავის (ბულბალური, პოსტბულბალური) წყლულები. პერფორაცია შეიძლება
იყოს ტიპიური, — თავისუფალ მუცლის ღრუში ან ატიპიური — მიფარებული, ბადექონის
აბგაში, რეტროპერიტონეალურად.
დიაგნოსტიკა
განასხვავებენ პერფორაიის მიმდინარეობის 3 სტადიას.
შოკის სტადია (პირველი 6 საათი) ხასიათდება მკვეთრი ტკივილით ეპიგასტრიუმის
მიდამოში, რომელიც წარმოიშობა უეცრად, “ხანჯლის ჩაცემის” მსგავსად. შესაძლოა
პირღებინება. აღინიშნება კანის საფარველის სიფერმკრთალე სუსტად გამოხატული ტუჩების
ციანოზით. ცივი ოფლი, ზერელე სუნთქვა. ბრადიკარდია, T/A დაქვეითებული. სხეულის
ტემპერატურა ნორმალური. მუცელი სუნთქვის აქტში არ მონაწილეობს, შეზნექილია. მუცლის
პალპაცია და პერკუსია მკვეთრად მტკივნეული. პალპაციის დროს აღინიშნება
მკვეთრად გამოხატული მუცლის კუნთების რუგიდობა (მუცელი “როგორც დაფა”). შჩოტკინ-ბლუმბერგის
სიმპტომი დადებითი. პერკუსიით შესაძლოა აღინიშნოს ღვიძლის მოყრუების გაქრობა.
ცრუ კარგად ყოფნის პერიოდი (6 საათის შემდეგ) ხასიათდება ტკივილის გაყუჩებით
მუცელში, მაგრამ მატულობს პერიტონიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა: ტაქიკარდია,
ტემპერატურის მატება, მშრალი ენა, მუცელი ტანდათანობით ხდება შებერილი, პაციენტი
ვერ გადის კუჭში და გაზებზე ნაწლავთა პარეზის გამო. პერკუტორულად მუცლის ზედა
ნაწილსა და ლატერალური ღარების პროექციაზე აღინიშნება სითხისა და აირის დაგროვება,|
პერისტალტიკა დუნეა. სიმპტომი
შჩოტკინ-ბლუმბერგის დადებითია.
პერიტონიტის სტადია (ვითარდება დაავადების დაწყებიდან 10-12 საათის შემდეგ).
ტკივილი მუცელში ძლიერდება, აწუხებს შებერილობის შეგრძნება, გაზებს ვერ გამოყოფს,
სხეულის ტემპერატურა და ტაქიკარდია მატულობს, . პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები
მკვეთრად დადებითი. პერისტალტიკური ხმიანობა მკვეთრად დაქვეითებულია, ან საერთოდ
გამქრალია. .