გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები მიფარებული პერფორირებული წყლული


შეიძლება ასევე მწვავედ დაიწყოს,  “ხანჯლის ჩაცემის” სიმპტომით, კოლაფსის ნიშნებით. შოკით, მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმვით. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რამდენადაა მიფარებული წყლული ღვიძლის მარჯვენა წილის კიდით, ან დიდი ბადექონის ქსოვილით, ყველა ეს სიმპტომი< შესაძლოა არც იყოს გამოხატული, ან გაქრეს. ხშირად აღინიშნება დუნედმიმდინარე პერიტონიტის კლინიკა. პერფორაციას ბადექონის აბაში, შესაძლოა არც ახლდეს თან შოკური რეაქცია. ტკივილი მნიშვნელოვნად დაბალი ინტენსივობისაა, ვიდრე პერფორაციის კლასიკური სურათის დროს. ყველაზე მეტად მტკივნეული ზონა და შესაძლო ინფილტრატით, ლოკალიზდება მეზო- ეპიგასტრალურ არეში Зона ყველაზე მეტად პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები, როგორც წესი არ არის გამოხატული. რეტროპერიტონეალურ სივრცეში პერფორაციის დროს, სწრაფად ვითარდება ჩირქოვანი ანთების ზოგადი ნიშნები პირველივე საათებში, შესაძლებელია განვითარდეს ლოკალიზებული კანქვეშა ემფიზემა წელის არეში მარცხნივ.

დიფერენციული დიაგნოსტიკა

წყლულის პერფორაცია უნდა განვასხვავოთ, მწვავე აპენდიციტის, მწვავე პანკრეატიტის, ნაწლავთა მწვავე გაუვალობის, მუცლის ღრუს აბსცესის, ჯორჯლის სისხლძარღვების ემბოლისის, თირკმლის ჭვალის, ასევე оასევე ქვედაწილოვანი პნევმონიის, ბაზალური პლევრიტის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ტაბეტური კრიზებისგან.  

 

გადაუდებელი დახმარება

— ავადმყოფს აწვენენ დაფაზე ან საკაცეზე წამოწეული თავით და მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში მოხრილი ქვედა კიდურებით.

— ცივი მუცელზე;

— ჩადგმული უნდა იქნას ნაზო-გასტრალური ზონდი, კუჭის შიგთავსის ამოსაქაჩად;

— შოკის ნიშნებისას — ინტრავენურად შეყავთ პოლიგლუკინი, ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი. 5% გლუკოზის ხსნარი:

— სასწრაფოდ ქირურგიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom