გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში მუცლის დაზიანებები მუცლის ღია დაზიანებები


ტრავმოგენეზი

ცივი იარაღით დაჭრა, შედარებით იშვიათად, ცეცხლნასროლი ჭრილობები.

დიაგნოსტიკა

  მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა არ იწვევს ეჭვს, ევენტერაციისა და ნაღვილის ან ნაწლავის შიგთავსის დენის დროს. ვითარდება პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები; ამ დროს მუცლის ღრუში დაგროვილმა დიდი რაოდენობით აირებმა, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მოყრუების გაქრობის სიმპტომის გაჩენა.

  მუცლის ღრუს პარენქიმული ორგანოების  და სისხლძარღვების ჭრილობების დროს   კლინიკურ სურათში წამყვანია, შინაგანი სისხლდენის ზოგადი ნიშნები (კანის საფარველის და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, ზედაპირული სუნთქვა, ტაქიკარდია, წნევის დაქვეითება). გამოხატული ჰემოპერიტონეუმის დროს, (500 მლ-ზე მეტი) შეიძლება გამოვლინდეს მოყრუება მუცლის მოშორებულ უბნებში. ზოგჯერ დაზარალებულებს უჩნდებათ “Ваньки-встаньки” სიმპტომი .

ჰოსპიტალიზაციამდე, ნებისმიერი მუცლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი  ჭრილობა, უნდა ჩაითვალოს შემავლად.  ბარძაყის ზედა მესამედში, დუნდულოს და წელის არეში ლოკალიზებული ჭრილობები ასევე შეიძლება იყოს შემავალი მუცლის ღრუში.

ევენტერირებული ნაწლავის მარყუჟის, ან მუცლის ღრუს სხვა ორგანოს, ჰოსპიტალიზაციამდე ეტაპზე, მუცლის ღრუში ჩაბრუნება არ შეიძლება.  ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში, დაშვებულია მათი რამდენჯერმე ჩამობანა, თბილი ანტისეპტიური ხსნარით და დაფიქსირება, ნოტიო, ანტისეპტიკით გაჟღენთილი ნახვევით.

 გადაუდებელი დახმარება

— სტერილური ნახვევი ჭრილობაზე;

— შოკსაწინააღმდეგო ინფუზიური თერაპია;

— ანალგეზია ანალგინის 50% ხსნარით; დაშვებულია ნარკოტიული ანალგეტიკების შეყვანა:

— ტრანსპორტირება საკაცეზე მწოლიარე მდგომარეობაში;

— ქირურგიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom