გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► კიდურების მაგისტრალური სისხლძარღვების მწვავე არტერიული გაუვალობა
დიაგნოსტიკა
არტერიული გაუვალობის პირველ კარდინალურ სუბიექტურ სიმპტომს წარმოადგენს ძლიერი ლოკალიზებული ტკივილი.
ემბოლიისას იგი ვითარდება უეცრად, ტკივილს აქვს მუდმივი ხასიათი. შემდეგ ავადმყოფებს
კიდურების თითებში უქრებათ მგრძნობელობა, უჩნდებათ “ჭიანჭველების ცოცვის”
შეგრძნება, შეუძლებელი ხდება თითების აქტიური მოძრაობა, შემდეგ კი სახსარში მოხრაც
შეუძლებელი ხდება.
არტერიული გაუვალობის ობიექტურ ნიშნებს მიეკუთვნება:
_ არტერიებში ობტურაციის დისტალურად პულსის არარსებობა;
_ ადგილობრივად ტემპერატურის დაქვეითება (ისინჯება ექიმის ხელის მტვნის ხელზურგის
ზედაპირით);
— ყველა სახის მგრძნობელობის დაქვეითება ან არარსებობა;
— მყესების რეფლექსების გაქრობა;
— კანის საფარველის გაფერმკრთალება, შემდეგ მარმარილოსებრი შეფერვის მიღება;
— კიდურების ფუნქციების მოშლა კუნთების კონტრაქტურის განვითარებამდეც კი;
დიფერენციალური დიაგნოზი:
დიფერენცირება უნდა მოხდეს ღრმა ვენების თრომბოფლებიტის და
ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიისგან, რომელიც
მიმდინარეობს კიდურების პარეზითა და დამბლით.
გადაუდებელი დახმარება:
ძირითადი ამოცანები:
— ანალგეზია;
— სისხლძარღვების სპაზმის მოხსნა;
— აღმავალი და დაღმავალი თრომბოზის პროფილაქტიკა,
— ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების გაძლიერება.
ანალგეზია — ინტრავენურად ან ინტრაარტერიალურად
პრომედოლის ან ომნოპონის 2%-იანი ხსნარის შეყვანა 1 ml-ის
რაოდენობით.
სპაზმის მოხსნა— ინტრავენურად ან ინტრაარტერიალურად 2% პაპავერინის ხსნარი ან 2 მლ
ნო-შპა.
ინტრავენური თერაპია:
რეოპოლიგლუკინის
ხსნარი 400 მლ (არ ქონის შემთხვევაში ნოვოკაინის 1/4% ან 0,5% ან ფიზიოლოგიური
ხსნარი) რომელსაც ემატება: პრომედოლი 1 მლ 2%,
პანტოპონი, 2 მლ ნო-შპა ან პაპავერინის 2 მლ 2% ხსნარი, 10 მლ ტრენტალი ან
აგაპურინი. 3-4 ამპულა 2 მლ ან 1-2 ამპულა 10 მლ სოლკოსერინი. სისტემის
საშუალებით (არ დაამატოთ ფლაკონში) ხდება 5000.IU. ჰეპარინის
შეყვანა 10 მლ
იზოტონური ხსნარით. აღმავალი და დაღმავალი თრომბოზის პირველადი პროფილაქტიკისათვის შეიძლება შეყვანილი იქნას
დაბალმოლეკულური ჰეპარინი (კლექსანი, პრაქსიპარინი. კლივარი,
ფრაგმინი). შეყვანა ხდება მხოლოდ მუცელზე -კანქვეშ.