გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში მწვავე სისხლდენა


მწვავე სისხლდენა იწვევს ჰიპოვოლემიას და შეუსაბამობას მოცირკულირე სისხლის დაქვეითებულ მოცულობასა და სისხლძარღვოვანი კალაპოტის მოცულობას შორის, რასაც თან სდევს ორგანოებისა და ქსოვილების სისხლით მომარაგების მოშლა.

დიაგნოსტიკა

 ტრავმული დაზიანების შეგეგად განვითარებული სისხლდენა, ან შინაგანი სისხლდენის მონაცემების არსებობა. ფერმკრთალი, მარმარილოსებრი ნოტიო კანი. არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია ადასტურებენ სისხლის მიმოქცევის ცენტრალიზაციის ფაზას, გავრცელებული პერიფერიული სისხლძარღვოვანი სპაზმის შესახებ. სისხლდენის პროგრესირების შემთხვევაში, ეს ფაზა იცვლება დეცენტრალიზაციის ფაზით, -პერიფერიული ვაზოდილატაციით, რომლისთვისაც დამახასიათებელია ციანოზი, გამოხატული ტაქიკარდია, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, ტაქიპნოე. ცნობიერების მოშლის ელემენტები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სანათურში სისხლდენის დროს — სისხლიანი პირღებინება, მელენა. დაკარგული სისხლის რაოდენობა მიახლოვებით ისაზღვრება   “შოკური ინდექსით” -(ალგოვერის ინდექსი), რომელიც  ტოლია: პულსის სიხშირის, სისტოლური არტერიული წნეის მაჩვენებელზე ფარდობის. 20-30%-ის დაკარგვისას, მსმ ალგოვერის ინდექსი შეესაბამება1,0;  30%-ზე მეტის დაკარგვისას — 1,5 და  50% -ზე მეტის დაკარგვისას— 2,0.

 გადაუდებელი დახმარება

ძირითადი მოქმედებები.

— გარეგანი სისხლდენის შეჩერება:

— მსმ-ს აღდგენა (შევსება);

— მედიკამენტური თერაპია;

— ოქსიგენოთერაპია.

სისხლდენის შეჩერება ხდება ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდით (ლახტი ჩვენების მიხედვით, დამწოლი ნახვევი, ჭრილობების ტამპონადა, სისხლმდენ სისხლძარღვზე მომჭერიას დადება და ა.შ.).

დაქვეითებული მსმ-ის აღდგენა:

— ერთიდან სამამდე პერიფერიული ვენის პუნქცია ან კათეტერიზაცია ხაზოვანი ბრიგადის მუშაობის პირობით; ერთიდან სამამდე პერიფერიული  ან ლავიწქვეშა და ბარძაყის ვენის პუნქცია ან კათეტერიზაცია რეანიმაციულ-ქირურგიული ბრიგადის მუშაობის პირობით;

— ინტრავენურად ნაკადით საშუალომოლეკულური დექსტრანების შეყვანა (პოლიგლუკინი, პოლიფერი) არა უმეტეს 1500 მლ, 10% ხსნარი ”НАЕЗ-სტერილი” 1000-1500 მლ, სისხლდენის პროგრესირების შემთხვევაში, რეოპოლიგლუკინი არ გადაასხათ! — მან შეიძლება გააძლიეროს სისხლდენა!

— საშუალომოლეკულური დექსტრანების არქონის შემთხვევაში — ინტავენურად ნაკადით ჟელატინოლი (არა უმეტეს 1500 მლ) ან პოლიიონური კრისტალოიდური ხსნარები; ინფუზირებული სითხის მოცულობა უნდა აღემატებოდეს დაკარგული სისხლის მოცულობას 3-4-ჯერ.

ინფუზიის სიჩქარე, როდესაც არტერიული წნევა არ ისინჯება — 250-500 მლ/წთ. ინფუზიური თერაპიის პირველი 5-7 წუთი  არტერიული წნევა უნდა ისინჯებოდეს. შემდგომში, რომ შენარჩუნდეს არტერიული წნევის მაჩვენებლები, ინფუზიის სიჩქარე უნდა იყოს შემდეგნაირი,  80-90 მმ. ვწყ. სვ. სისხლდენის პროგრესირების შემთხვევაში არტერიული წნევის  90 მმ. ვწყ. სვ. -ზე მაღლა აწევა არ სეიძლება.

მედიკამენტური თერაპია:

— პრედნიზოლონი 200-300 მგ ინტრავენურად ან სხვა ან სხვა გლუკოკორტიკოიდები შესაბამისი დოზებით;

— ვაზოპრესორები (ნორადრენალინი) მხოლოდ სისხლის მიმოქცევის დეცენტრალიზაციის ფაზაში — 1-2 მლ  400 მლ პლაზმისშემცვლელ ხსნარზე ინტრავენურად;

— ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 4-5% ხსნარი ავადმყოფის სხეულის მასის 2-3 მლ/კგ-ზე .

 

ოქსიგენოთერაპია:

— პირველი 15-20 წუთი 100% ჟანგბადი სანარკოზე აპარატის ან ინჰალატორის ნიღბით, შემდგომ — ჟანგბად-ჰაერის ნარევი, ჟანგბადის 40% შემცველობით.

სტაციონარში ტრანსპორტირება ინფუზიური თერაპიის შეუწყვეტლად. ტერმინალური მდგომარეობისას -გულ-ფილტვის რეანიმაცი.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom