გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში მოტეხილობები და ამოვარდნილობები ქვედა კიდურების დაზიანებები ბარძაყის მოტეხილობები


ტრავმატოგენეზი

პირდაპირი დარტყმები ავტო- და მოტოტრავმების დროს, “ბამპერული” მოტეხილობები ქვეითად მოსიარულეთა შორის, სიმაღლიდან ვარდნა, ნანგრერვებში მოყოლის და სხვადასხვა უბედური შემთხვევების დროს. საჭიროა შეფასდეს მოქმედი ძალის სიდიდე (მასა), ზემოქმედების მიმართულება. ზემოქმედების არე.

გამოყოფენ ეპიფიზარულ, მეტაფიზარულ და დიაფიზარულ მოტეხილობებს.

დიაგნოსტიკა

ეპიფიზარული (ბარძაყის ყელის მოტეხილობები ). ყველაზე ხშირად გვხვდება 60 წელს ზევით ასაკის პირებში. მეტწილად დამახასიათებელია დაზიანების მხარეს, ტერფის მაქსიმალურად როტაციული მდებარეობა, “მიწეპებული ქუსლის სიმპტომი”. ლოკალიზებული ტკივილი მენჯ-ბარძაყის სახსარში.

მეტაფიზური. ხშირად არიან ჩასოლილი. ლოკალიზებული ტკივილი და ლოკალიზებული მტკივნეულობა, ტკივილის გაძლიერება მოტეხილობის არეში კიდურის დატვირთვისას ღერძის გასწვრივ. შეიძლება აღინიშნოს კიდურის დამოკლება.

დიაფიზური — მეტწილად ხშირად შეხვედრადი. დამახასიათებელია ნატეხების დიდი შეცილებები . ლოკალიზებული ტკივილი და მტკივნეულობა მოტეხილობის არეში . მნიშვნელოვანი შეშუპება — ჰემატომა. გამოხატულია ყველა პირდაპირი და ირიბი მოტეხილობის ნიშნები, “მიწეპებული ქუსლის სიმპტომი. შესაძლოა შოკის განვითარება.

 გადაუდებელი დახმარება

— ანალგეზია (იხ. მხრის მოტეხილობა);

— იმობილიზაცია (დიტერიხსის, კრამერის არტაშნით, კიდურის 3 სახსრის ფიქსაციით , გასაბერი არტაშნებით, ხელქვეს არსებული სასუალებებით (ფეხი ფეხზე, კიდურებს შორის შეიძლება ჩაიდოს დაფა, რბილი მასალით მუხლის სახსრებისა და კოჭების არეში);

—  შოკის არსებობობის დროს — შოკსაწინააღმდეგო თერაპია, ანალგეზია ნარკოტიული ანალგეტიკების გამოყენებით:

ზურგის ტვინის დაზიანებისას პაციენტმა შეიძლება იგრძნოს დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება და სისუსტე  ერთ ან ორივე ხელში.

ტეტრაპარეზის ან ტეტრაპლეგიის არსებობა დიაგნოზს ყველა შემთხვევაში ხდის არასადავოს. აუცილებელია ჩატარდეს მინიმალური ნევროლოგიური კვლევა: გაისინჯოს ზედა კიდურებში კუნთების ძალა, თხოვთ რა დაზარალებულს გაჩვენოთ ხელი; შემოწმდეს ქვედა კიდურების მოძრაობის არსებობა, ტაქტილური და ტკივილითი მგრძნობელობა  მტევნებსა და ტერფებზე, გაირკვეს დამოუკიდებელი შარდის გამოყოფის შესაძლებლობა. დიფერენციალური დიაგნოზი ჩატარდეს! კირის კუნთების მწვავე მიოზიტთან, კისრის მწვავე რადიკულიტთან. ამ დაავადებების დროს ტრავმა უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ აღინიშნება, სახეზეა გაფანტული მტკივნეულობა კისრის კუნთების არეში , დატვირთვა კისერზე ჩვეულებრივ მტკივნეულია, ანამნეზით — გაციების ფაქტორი.

 გადაუდებელი დახმარება

— ანალგეზია (იხ. მხრის მოტეხილობა );

— აუცილებლად მოხდეს კისრისა და თავის ფიქსირება კრამერის ან “კოლიეს” არტაშანით; ავადმყოფს არ შეიძლება   მჯდომარე  ან ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში გადაყვანა, მცდელობა დავახრევინოთ, ან მოვატრიალებინოთ თავი ან:

—  ფრთხილად დაფიქსირდეს კისერი და თავი არტაშანით, და გადაწვენილი იქნას პაციენტი საკაცეზე;

— ტრავმისა და დახრჩობის ერთდროულად არსებობისას — იხ. ნაწილი “დახრჩობა”:

— ტრანსპორტირება  ტრავმატოლოგიულ, ან ნეიროქირურგიულ  განყოფილებაში.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom