გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► მოტეხილობები და ამოვარდნილობები ►ქვედა კიდურების დაზიანებები ►ბარძაყის ამოვარდნილობები
ტრავმოგენეზი
ხშირად გვხვდება საავტომობილი ტრავმების დროს, როდესაც ტრავმის მიმყენებელი ძალები მოქმედებენ
სიმაღლიდან ვარდნისას ფიქსირებული ხერხემლით, მუხლის სახსარში მოხრილი ფეხის ღერძის გასწვრივ.
დიაგნოსტიკა
განასხვავებენ უკანა (>90%), ბოქვენის ზედა და დამხურავ ამოვარდნილობებს. უკანა
ამოვარდნილობის დროს კიდური მოხრილია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში,
მოზიდულია და როტირებულია შიგნით. ბოქვენზედასას — გამართულია, უმნიშვნელოდ
განზიდულიа და გარეთ როტირებული, თავი ისინჯება პუპარტის იოგის ქვეშ. სამხურავი
ამოვარდნილობის დროს — მუხლი მოხრილია მენჯ-ბარძაყის სახსარში, განზიდულია და
როტირებულია გარეთ.
რამდენადაც, ბარძაყის ამოვარდნილობები ძალიან ხშირად შერწყმულია ტაბუხის ფოსოს მოტეხილობებთან,
როდესაც როდესაც ძალიან ძნელია ჰოსპიტალიზაციამდე ეტაპზე, დიფერენცირება
ამოვარდნოლობაა თუ მოტეხილობა, მიზანშეწონილია მოხდეს დიაგნოზის ფორმულირება
შემდეგი სახით: მოტეხილობა, ამოვარდნილობა მეყჯ-ბარძაყის სახსარში.
დიფერენციალური დიაგნოზი — ბარძაყის მოტეხილობასთან.
სახსრების მოტეხილობებისგან განსხვავებით, დეფორმაცია ბარძაყის
ამოვარდნილიობის დროს ატარებს ფიქსირებული ხასიათს. მდგომარეობის შეცვლის
მცდელობისას, მდებარეობა აღინიშნება ზამბარისებული წინააღმდეგობა.
დაზიანების მხარეს აღინიშნება მენჯ-ბარძაყის სახსრის კონტურების გასადავება.
გადაუდებელი დახმარება
— ანალგეზია (იხ. მხრის მოტეხილობა );
— იმობილიზაცია — ავადმყოფს ათავსებენ საკაცეზე нზურგზე, მუხლის სახსრების ქვეშ
უდებენ ხელქვეშ არსებული რბილი მასალისგან დამზადებულ ”ვალიკებს”, ისე, რომ არ
უცვლიან მდგომარეობას, რომელშიც კიდურია ფიქსირებული;
— ტრანსპორტირება ტრავმატოლოგიულ განყოფილებაში.