გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ►მოტეხილობები და ამოვარდნილობები ►ზედა კიდურების დაზიანებები ►მხრის დიაფიზის მოტეხილობა
ტრავმატოგენეზი
ვარდნა იდაყვზე დაყრდნობით, მხრის მკვეთრი შემოტრიალება, პირდაპირი დარტყმა
მხარზე.
დიაგნოსტიკა
ლოკალიზებული ტკივილის და ლოკალური მტკივნეულობის
დამთხვევა, იძლევა წარმოდგენას მოტეხილობის დონეზე. შეიძლება შეინიშნოს ძვლოვანი
დეფორმაცია. კრეპიტაცია,
პათოლოგიური მოძრაობა, შესაძლოა კიდურის დამოკლება. ავადმყოფს არ შეუძლია
დამოუკიდებლად “ააშოროს” ხელისგული ჰორიზონტალურ ზედაპირს (არ მოხდეს კიდურის
გამოკვლევა შეწონილ მდგომარეობაში!).
დიაგნოზის დასმისას, აუცილებელი, მოისინჯოს პულსაცია სხივის არტერიაზე და
მტევნის ფუნქცია. (შესაძლოა ნერვული წნულებისა და მაგისტრალური არტერიების
დაზიანება).
გადაუდებელი დახმარება
— ანალგეზია (იხ. მხრის მოტეხილობა);
— იმობილიზაცია მოტეხილობის სატრანსპორტო არტაშნებით (ЦИТО. კრამერის). არტაშანს
ადებენ ჯანმრთელი ბეჭიდან, თითების ფუძეებამდე. ციტირების წინ, ხელს ხრიან მართი
კუთხით იდაყვის სახსარში.
— ტრანსპორტირება ტრავმატოლოგიულ განყოფილებაში.