გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაშიმოტეხილობები და ამოვარდნილობებიზედა კიდურების დაზიანებები მხრის ამოვარდნილობა


ტრავმოგენეზი

აღინიშნება გაშვერილ და უკან წაღებულ ხელზე  დაცემისას .

დიაგნოსტიკა

ხელი იმყოფება გვერდზე განზიდულ მდგომარეობაში. ხელის გულმკერდთან მიტანის მცდელობა იწვევს ძლიერ ტკივილს. ზამბარისებული შეგრძნების არსებობა კიდურის მოზიდვის მცდელობისას  (ფრთხილად! არ გადააქციოთ მკვეთრი მოძრაობით ამოვარდნილობა მოტეხილობა-ამოვარდნილობაში). დაზიანებული მხარი განზიდულია ჯანმრთელთან შედარებით. მხრის თავის ადგილას ისინჯება დელტისებური კუნთის ჩავარდნილობა, თავი შეიძლება მოისინჯოს იღლიის ფოსოში ან (იშვიათად) წინიდან, ნისკარტისებრი მორჩის ქვეშ. მხრის ამოვარდნილობის დიფერენცირება აუცილებელია მოხდეს მხრის ყელის მოტეხილობისგან. აუცილებელია აუცილებელია შემოწმდეს პულსაცია სხივის არტერიაზე და მტევნის ზურგისკენ მოხრის ფუნქცია (შესაძლოა კარიბჭისქვედა არტერიის და მხრის ნერვული წნულის დაზიანება).  გადაუდებელი დახმარება

— ანალგეზია (იხ. მხრის მოტეხილობა);

— არ არის საჭირო ეცადოთ ძალდატანებიტ დაწიოთ ხელი;

— თავსაფრის ნახვევი, აუცილებლად ჩაიდოს იღლიის ფოსოში ვალიკი, რომელც ებმება ჯანმრთელ ზედამხარს;

— ამოვარდნილობის ჩასწორება ხდ3ება მხოლოდ სპეციალისტი-ტრავმატოლოგის მიერ;

— ტრავმატოლოგიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია .


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom