გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► გულმკერდის დაზიანებები ► გულმკერდის ღია დაზიანებები
დაჭრილთა მდგომარეობის
სიმძიმე დამოკიდებულია პლევრის ღრუს ჰერმეტიზმის დარღვევასთან, რომელიც იწვევს
სუნთქვის აქტის მოშლას, ჰემოთორაქსი, პნევმოთორაქსი, გულის და შუასაყრის
შესაძლებელი დაზიანება. ამ დროს წარმოქმნილი გამოხატული ტკივილითი სინდრომი
აძლიერებს შოკის და მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარების
შესაძლებლობას.
დაზარალებულებს, გულმკერდის არაშემავალი ჭრილობებით, არა აქვთ ხველა,
სისხლიანი ნახველი,
არ აღინიშნება ჰაერის შესრუტვა შესუნთქვის დროს, ქაფიან-სისხლიანი ნახველი, კანის
საფარველი მშრალია, არ არის გამოხატული ტუჩების ციანოზი, არ არის გამოხატული
ტაქიკარდია.
პაციენტებს გულმკერდის შემავალი ჭრილობებით, განსხვავებით პაციენტებისგან
არაშემავალი ჭრილობებით, ზოგადი მდგომარეობა გაცილებით მძიმე აქვთ. მათ აწუხებთ
ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება სუნთქვის დროს, ქოშინი, ზეწოლის შეგრძნება
გულმკერდის არეში. კანის საფარველი ფერმკრთალია ციანოზური ელფერით, დაფარულია ოფლით,
კიდურების დისტალური ნაწილები მარმარილოსებრი შეფერილობისაა, გამოხატულია ტუჩების,
სახის, თითების დისტალური ფალანგების ციანოზი. პულსის გასინჯვისას აღინიშნება
მეტ-ნაკლებად გამოხატული ტაქიკარდია, შესაძლოა
T/A-ს პროგრესირებული ვარდნა .
გულმკერდის დათვალიერების დროს ისაზღვრება ჭრილობის ზომა, еმისი ლოკალიზაცია, დონე,
შესაძლო პროექციები გულმკერდის ღრუს ორგანოების მიმართ. ყურადღება ექცევა
გულმკერდის ასიმეტრიას, вსუნთქვის აქტში ერთ-ერთი მხარის ჩამორჩენას; შეიძლება აღინიშნოს
ჰაერის შესრუტვა შესუნთქვის დროს, ჭრილობიდან ამოსული ჰაერის ბუშტუკებით აქაფებული
სისხლი, ბრონქის ჭრილობისას კი — სისხლიანი ნახველი.
პალპაცია იძლევა საშუალებას განისაზღვროს შეშუპების ხასიათი. ნაზი, შეხებითი
პალპაცია, კანქვეშა ემფიზემის არსებობობის დროს, იძლევა კრეპიტაციის გამოვლენის და
მისი გავრცელების საზღვრების დადგენის საშუალებას. ხმოვანი თრთოლვა აღინიშნება ჰემო — და
პნევმოთორაქსის დროს, ძლიერდება ფილტვის ქსოვილის პნევმატიზაციის შემცირების
შემთხვევაში. გულმკერდის აუსტკულტაციით ვლინდება, სუნთქავს თუ, არა ფილტვი ან
გამორთულია სუნთქვიდან მთლიანად, თუ ნაწილობრივ,
ზუსტდება სუნთქვის ხასიათი (შესუსტებული, მკვრივი ან ვეზიკულური),
მოისმინება შესაძლო ხიხინები.
გადაუდებელი დახმარება
1. ანალგეზია: არანარკოტიული ანალგეტიკები, ნოვოკაინით ბლოკადა.
2. ღია, შემავალი დაზიანებებისას — ნახვევი. პოლიეთილენის საფენი,
ჩაჭრილი ქსოვილი და ა.შ. თავსდება უშუალოდ კანზე იმგვარად,,
რომ ჭრილობა იყოს ცენტრში, ხოლო გერმეტიკის კიდეები სცილდებოდნენ მას არანაკლებ 5 სმ-ისა.
ნახვევის პირველი შრის ფიქსაცია უმჯობესია მოხდეს თავიდან ჯვარედინად დაკრული
ლეიკოპლასტირით,
ხოლო შემდეგ კრამიტისებურად. დაჭრილს სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა, რადგანაც
ყოველთვის არის რისკი განვიტარდეს სარქვლივანი ან დაჭიმული, (ღია, სარქვლოვანი,
შიგნითა).
3. თუ ავადმყოფის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, (ქაჩვის შეგრძნება გულმკერდზე,
ქოშინისა და ციანოზის მატება და ა.შ.), მაშინ აუცილებელია ოკლუზიური ნახვევის მოხსნა და
პნევმოთორაქსის ღიაში გადაყვანა.
4. ტრანსპორტირება ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში.
5. ჟანგბადის ინჰალაცია.
6. ჰოსპიტალიზაცია სტაციონარების ქირურგიულ ან თორაკალურ განყოფილებებში.