გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► გულმკერდის დაზიანებები ► გულის ტამპონადა
ვითარდება უმეტესად
მჩხვლეტავი საგნებით მიყენებული ჭრილობებისას. პერიკარდის ფართო გაკვეთის გარეშე,
ასევე პარკუჭების ჭრილობების დროს, чრაც იწვევს პერიკარდიუმის ღრუში სისხლის
სწრაფად დაგროვებას.
კლინიკური თავისებურებები
— გამოხატული სიფერმკრთალე, ხშირად კომბინაციაში სახის და კისრის ციანოზთან;
— კისრის ვენების დაბერვა;
— აუსტკულტაციით გულის ტონები ძლიერ მოყრუებულია, სუსრია ან არ ისმინება;
— შესაძლოა ბრადიკარდია, არითმიაან აღინიშნება ცალმხრივი ჰემოპნევმოთორაქსის
სიმპტომატიკა.
გადაუდებელი დახმარება
— სასწრაფოდ ვენის აღება; უპრიანია — ორი პერიფერიულის ერთად, ან ცენტრალური ვენის
კათეტერიზაცია;
— დოფამინის ხსნარის ინფუზია (200 მგ 400 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის
ხსნარში); დოფამინის არ ქონისას, ან ინფუზიის შესრულების შეუძლებლობისას —
ინტრავენურად იზადრინის შეყვანა, წყვეტილად 0,1-0,3 მლ; ადრენოსტიმულატორების
ინფუზიის სიჩქარე, შეყვანის ჯერადობა — კლინიკური ეფექტის მიხედვით; საკმარისი
კლინიკური ეფექტია —
პულსის გაჩენა იდაყვის არტერიაზე, სისტოლური T/A — 60-70 ვწყ.სვ.: T/A მატება 80
მმ. ვწყ.სვ.-ზე ზემოთ— დაუშვებელია!
— სასწრაფო ტრანსპორტირება სტაციონარში; შემდგომი სამკურნალო ღონისძიებები მხოლოდ
მხოლოდ ტრანსპორტირების პროცესში: სტაციონარის წინასწარ გაფრთხილება;
— ეფექტის არარსებობისას — პერიკარდის პუნქცია და დრენირება ფართო ნემსით ან
კათეტერით, დიდი რაოდენობით სისხლის მიღებისას — რეინფუზია.