გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► გულმკერდის დაზიანებები ► გულმკერდის დახურული დაზიანებები
ტრავმოგენეზი
ძირითად მიზეზებს წარმოადგენენ:
— სატრანსპორტო ტრავმა (ხშირად ავტოსაგზაო);
— სიმაღლიდან ვარდნა — კატატრავმა:
— წიხლის დარტყმა გულმკერდის არეში:
გულმკერდის დახურულ, ან ყრუ ტრავმად მოიაზრება:
— ნეკნების მოტეხილობა;
— ფილტვის დაზიანება დაჭიმული პნევმოთორაქსის და ჰემოთორაქსის განვითარებით;
— შუასაყრის ემფიზემა;
— გულის შერყევა.
დიაგნოსტიკა
გულმკერდის მძიმე ტრავმას ხშირად თან ახლავს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა . დიდი
მნიშვნელობა აქვს ტრავმატოგენეზის ხასიათის და ტრავმის მიღებიდან გასული
დროის შეფასებას.
წამყვანი სიმპტომები
— ტკივილი გულმკერდის არეში, ძლიერდება სუნთქვისას
“შეწყვეტილი ჩასუნთქვის” სიმპტომის გაჩენამდე, ქოშინი, კანის და ლორწოვანის ციანოზი, ტაქიკარდია;
— სუნთქვის აქტში, არათანაბარზომიერი მონაწილეობა (ჩამორჩენა) გულმკერდის ერთერთი
ნახევრის:
— გულმკერდის ყაფაზის დეფორმაცია , ლოკალიზებული ტკივილი და მტკივნეულობა, ასევე
შესაძლებელია პათოლოგიური მოძრაობა და ძვლოვანი კრეპიტაცია წარმოადგენენ ნეკნების
მრავლობითი მოტეხილობის ნიშნებს:
— კანქვეშა ემფიზემის არსებობა ნეკნების სავარაუდო მოტეხილობის არეში, წარმოადგენს
ფილტვის დაზიანების ნიშანს: კანქვეშა ემფიზემის სწრაფი ზრდა, შეიძლება
მეტყველებდეს, პლევრის ღრუში გადაჭარბებული დადებითი წნევის არსებობაზე, რაც
დაჭიმული პნევმოთორაქსისათვისაა დამახასიათებელია.
დაჭიმულ პნევმოთორაქსს ახასიათებს:
— ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;
— ქოშინის მომატება;
— ციანოზის გაძლიერება
— ტაქიკარდიის მომატება;
— არტერიული წნევის მომატება ჰიპერკაპნიის ხარჯზე.
ხმის თრთოლვის გამოკვლევისას — დაზიანების მხარეს, მისი დაქვეითება ან არარსებობა .
პერკუსიით — კოლოფისებური ხმიანობის გაჩენა.
აუსტკულტაციით — სუნთქვითი ხმაურის არარსებობა ან სწრაფი დინამიკა, ფილტვის
გაგლეჯისთვის დამახასიათებელი უხეში ხმაურით სუნთქვიდან, სუნთქვითი ხმაურის არარსებობამდე.
საუღლე ვენების დაბერვა და ტრაქეის ჯანმრთელ მხარეზე შესაძლო ცდომა, ასევე
მეტყველებს დაჭიმულ პნევმოთორაქსზე შუასაყრის ცდომით.
შუასაყრის ემფიზემა
გვხვდება მძიმე გულმკერდის დახურული ტრავმის დროს, როდესაც წარმოქმნილი ფილტვების
დაზიანების და დაჭიმული პნევმოთორაქსის დროს, არის
მედიოსტინალური
პლევრის დაზიანება და
და ჰაერი წნევით შედის შუასაყარში. შესაძლოა გაჩნდეს ბრონქების და ტრაქეის
ექსტრაპლევრალური დასზზიანებების დროსაც .
დიაგნოსტიკა
— მზარდი ხმის მოგუდვა (ჩახლეჩა):
— კანქვეშა ემფიზემის სწრაფი ზრდა: მისი გაჩენა კისერზე (კისრის მოცულობის
მომატება), თავზე, სახეზე;
— ვენური სტაზი (სხეულის ზედა ნაწილილში ციანოზის სწრაფი მატება , საუღლე ვენების
დაბერვა);
— სწრაფად მზარდი გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და სმუ (სუნთქვის მწვავე უკმარისობა),
გულის გაჩერებამდე გულის ექსტრაკორონალური ტამპონადის ხარჯზე.
გადაუდებელი დახმარება
1. ანალგეზია
— არანარკოტიული ანალგეტიკების გამოყენება (ანალგინის 50% ხსნარიან სედუქსენი +
კეტამინი (კეტარალი) გათვლით (სედუქსენი დოზით 0,15-0,20 მგ/კგ და კეტამინი დოზით 2
მგ/კგ (კუნთებში ან ინტრავენურად საინფუზიო ხსნარში).
— ნეკნების მრავლობითი მოტეხილობების დროს — ცალმხრივი (დიდი დაზიანების მხარეზე) პარავერტებრალური ბლოკადა: ბლოკადა
ტარდება 2 წერტილიდან II-III და
VII-VIII ნეკნთაშუა სივრცეების დონეზე. შესაბამისი ძვლოვანი წანაზარდიდან,
ლატერალურად
დაზიანების მხარისკენ 1 სანტიმეტრ მანძილზე ინტრამუსკულარულად სესაყვანი
ნემსი, შეყავთ ზურგის სიბრტყის პერპენდიკულარულად, განივ მორჩზე მიბრჯენამდე,
შემდეგ ოდნავ სცილდებიან მას და შეყავთ 40 მლ 0,5% ნოვოკაინის ხსნარი ყველა
წერტილში.
შეიძლება ჩატარდეს საკრო-სპინალური ბლოკადა ნოვოკაინით III-IV
ხერხემლის მალების დონეზე.
2. ტრანსპორტირება ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში.
3. არ იქნას დადებული ნახვევი გულმკერდის ყაფაზზე!
4. დაჭიმული პნევმოთორაქსის დროს — პლევრალური პუნქცია მეორე ან მესამე ნეკნთაშუა
სივრცეში ლავიწშუა ხაზზე, დაზიანების მხარეს (ნემსი შეყავთ ქვედა ნეკნის ზედა
კიდესტან).
5. შუასაყრის მზარდი ემფიზემისას — გადაუდებელი წინა მედიასტინოტომია —
განაკვეთი სიგრძით 4-5 სანტიმეტრი მკერდის ტართან, იხსნება შუასაყრის უჯრედისი,
შეყავთ საჩვენებელი თითი გულმკერდის უკან 3-4 სანტიმეტრის სიგრძეზე, შემდგომი
დრენირებით