გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► ქვედა კიდურების და მენჯის ღრმა ვენების მწვავე თრომბოზი
წვივის ღრმა
ვენების მწვავე თრომბოზისთვის მეტწილად დამახასიათებელია სწრაფად მზარდი ტკივილი
კანჭის კუნთებში, შეშუპების გაჩენა ტერფის მედიალურ ზედაპირზე. კანის ციანოზი და
ზედაპირული ვენური ქსელის გაფართოვება, ეს უკანასკნელი მით უფრო მეტად არის
გამოხატული, რაც მეტი ღრმა ვენაა თრომბირებული.
წვივის ღრმა ვენების მწვავე თრომბოზის მნიშვნელოვან ნიშანს წარმოადგენს ხომანსის
სიმპტომი
— ტკივილი კანჭის კუნთებში ტერფის ზურგიკენ მოხრის დროს — და ადგილობრივად კანის
ტემპერატურის მომატება, ასევე ზოგადი ტემპერატურული რეაქცია. თეძო-ბარძაყის ვენების
თრომბოზის დროს უეცარი, ”აუხსნელი” ტემპერატურის მატება,
ტკივილი კიდურში, თეძო-გავის და თეძო-საზარდულის არეში, ასევე
კიდურის შეშუპება და რუხი-მოლურჯო შეფერვა, მეტწილად წარმოადგენენ ამ
დაავადების პათოგნომურ სიმპტომებს. თრომბოზის გადასვლისას მენჯის ვენებზე, მკვეთრად
ძლიერდება ტკივილითი სინდრომი, კიდურის დაჭიმვის შეგრძნება, შესაძლოა კანის
ლაქისებური ციანოზი, ზედაპირული ვენური სურათის გაძლიერება. უკიდურესად მძიმე
ფორმაა —
ე. წ. “ღრმა განგერენა”.
დიფერენციალური დიაგნოზი
საჭიროა მოხდეს დიფერენცირება მწვავე არტერიულ გაუვალობასთან, სიმსივნის მიერ ღრმა
ვენებზე კომპრესიასთან, (რომლის შედეგადაც ვითარდება ფლებოთრომბოზი, პოსტფლებოტური
სინდრომი და ლიმფოსტაზი), ასევე გულის უკმარისობასთან დაკავშირებულ ქვემო კიდურების
შეშუპებასთან.
გადაუდებელი დახმარება
მიმართულია ტკივილთან ბრძოლისკენ, გამოიყენება სპაზმოლიზური საშუალებები (ნო-შპა 2 მლ ინტრავენურად ან კუნთებში),
ფიბრინოლიზური საშუალებები, ანტიკოაგულანტები და ანთების საწინააღმდეგო
პრეპარატები. ფიბრინოლიზური საშუალებები — სტრეპტაზა, სტრეპტოკინაზა ან კაბიკინაზა.
საწყისი დოზა
250 000-50 000 IU. 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში. შემდეგ
შემდგომი 8 საათის მანძილზე სტაციონარში შეყავთ 750 000-1 500 000 სტრეპტაზა,
რომელსაც ხსნიან 500-1000 მლ იგივე ხსნარში, ასხავენ სიჩქარით 30-40 წვეთი 1 წუთში.
მკურნალობის კურსი 3 დღე-ღამე, პარალელურად, ჰეპარინის 20 000-30 000 IU-მდე
ხსნარის შეყვანა დღე-ღამეში ინტრავენურად ან
კუნთებში. ჰეპარინის მაგივრად, ან პირველ დღეს ჩვეულებრივი ჰეპარინის შეყვანის
შემდეგ შეიძლება
გამოყენებული იქნას (კლექსანი, ფრაგმინი, კლივარინი,
პრაქსიპარინი). კლივარინი — 0,25 მლ დღე-ღამეში 1-ხელ მხოლოდ კანქვეშ მუცლის ან
ბარძაყის არეში. შეიძლება გამოყენებული იქნას პრაქსიპარინი 0,3 მლ ასევე დღე-ღამეში
1-ხელ 7 დღის მანძილზე. ნაჩვენებია ანტიბიოტიკების გამოყენება, ბისეპტოლი. კეთდება
კიდურის ელასტიური დაბინტვა. კიდურს უნდა მიეცეს შემაღლებული მდებარეობა.