გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ►ჭრილობები ►კისრის ჭრილობები
დიაგნოსტიკა
კისრის ღია ჭრილობები საშიშნი არიან იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება დაზიანებული
იყოს მსხვილი სისხლძარღვები და ატყდეს პროფუზული სისხლდენა, ასევე იყოს ხახის,
ხორხის,
ტრაქეის და საყლაპავის ჭრილობას. ზოგჯერ სწრაფად მზარდი ჰემატომა. ყელის არეში არეში
ვიწრო ჭრილობის არხი ასრულებს, (ნაჩხვლეტი, ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები) ბიოლოგიური
ტამპონის გადამრჩენ როლს, რომელიც აჩერებს, ან ანელებს სისხლდენას. ჭრილობების
მდებარეობა სისხლძარღვოვანი წნულის პროექციაში, დიდი, ხშირად მოპულსირე ჰემატომა,
რომელზეც აუსტკულტაციით ისმის “ჩიკორის” (“волчка”) სისტოლური ხმაური — ეს ყველაზე
მეტად უტყუარი ნიშანია, რომელიც მიუთითებს, მსხვილი კალიბრის სისხლძარღვის
დაზიანებაზე.
ტრაქეისა და ხორხის დაზიანების აღმოჩენა ხდება ჭრილობიდან ჰაერის გამოყოფის,
ქაფიანი სისხლდენის, კანქვეშა ემფიზემისა და სისხლიანი ნახველის არსებობის
დროს.
სასუნთქ გზებში სისხლის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს ასფიქსია. საყლაპავის
დაზიანების დროს, მთავარ მომენტს წარმოადგენს ყლაპვის გაძნელება,
სლოკინისას მცირე რაოდენობით სისხლის არსებობა.
გადაუდებელი დახმარება
1. სისხლდენის შეჩერება. საძილე არტერიის დაზიანებისას ეფექტურია არტერიის თითით
მიჭყლეტა და ჭრილობის ყრუ ტამპონადა სტერილური საფენით. შეიძლება შეიზლება
საძილე არტერიის მისაჭყლეტად გამოყენებული იქნას ჭრილობაზე დადებული და ელასტიური
ბანდით მჭიდროდ გადახვეული ”პელოტი”, ან ესმარხის ლახტი. რომ არ მოხდეს
საპირისპირო მხარეს, საძილე არტერიის მიჭყლეტა, ნახვევის დადება უნდა მოხდეს,
საპირისპირო მხარზე გადატარებით, რომელიც მიტანილი უნდა იქნას კისერთად და იდაყვის
სახსარში მოიხაროს მართი კუთხით. იგივე მიზნით შეიძლება კრამერის არტაშანის
გამოყენება, რომელიც მოდელირებულია კისრისა და ყელის ფორმის მიხედვით.
2. ლავიწქვეშა ვენიდან სისხლდენისას, მეტწილად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს,
ორივე მხრის ერთდროული მკვეთრი უკან გაწევა ბეჭებისშეხებამდე. ამ მოძრაობის დროს
არტერია იჭყლიტება ნეკნსა და ლავიწს შორის. ნაკლებეფექტური მეთოდია არტერიის
მიჭყლეტა I - ნეკნზე.
3. ზედაპირული ჭრილობებისას, მსხვილი სისხლძარღვევის დაზიანების გარეშე, სისხლდენის შეჩერება
ხდება დამწოლი ნახვევის დადებით.
4. ტრაქეის ჭრილობების, ან დახურული დაზიანებებისას ასფიქსიით, — კოლტების
მოშორების შემდეგ, დიდი ზომის ჭრილობებისას, არ დაგავიწყდეთ ტრაქეის ჭრილობიდან
ინტუბაციის შესაძლებლობის შესახებ.
5. ანალგეზია — ანალგინი 2 მლ 50% ხსნარი ან ომნოპონი 2% — 2 მლ კუნთებში.
6. საყლაპავის ჭრილობის დროს — არაფერი მიეცეს per os.
დაედოს ნახვევი ჭრილობას.
7. ქირურგიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია.