გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაშიჭრილობები კიდურების ჭრილობები


ტრავმოგენეზი

ცეცხლნასროლი და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები  (დანა. სამართებელი, ნაჯახი და ა.შ.)

დიაგნოსტიკა

  კიდურების ღია დაზიანებების შედეგად მიღებული ჭრილობები, შეიძლება გართულდეს, მაგისტრალური სისხლძარღვის, ნერვის დაზიანებით, ან იყოს კომბინაციაში სახსრის, მყესის დაზიანებასთან, ან ძვლის მოტეხილობასთან..

მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების დროს, შეიძლება განვითარდეს მასიური სისხლდენა. იმ შემთხვევებში, როდესაც, ვიწრო ჭრილობის არხი შეიძლება მოიჭყლიტოს და სისხლდენა არ იყოს გამოხატული, პირველ პლანზე გამოდის დაზიანებული არტერიული მაგისტრალების მწვავე გაუვალობა. მკვეთრი იშემია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ისედაც მკვეთრად გამოხატულ ტკივილით სინდრომს, რომელიც ჭრილობებს ახასიათებს და ამის გარდა, ხელს უწყოფს ინფექციის განვითარებას, ანაერობულის ჩათვლით, განსაკუთრებით დიდი ჭრილობითი დეფექტების დროს, რომელთაც თან ახლავს, ქსოვილების დაჟეჟილობა და დაგლეჯვა.

 გადაუდებელი დახმარება

— ანალგეზია;

— სისხლდენის შეჩერება (თითით მიჭყლეტვით, ლახტის დადებით, შემოგრეხვით. კიდურის მაქსიმალური მოხრით, ხილულ სისხლძარღვზე სისხლდენისშემაჩერებელი ინსტრუმენტის დადებით, კიდურის მაღლა აწევით, ვენური სისხლდენის დროს, ჭრილობების ტამპონირებით, დამწოლი ნახვევით);

— ლახტი, რომელიც ედება რბილ საფენზე, ჭრილობების პროქსიმალურად, არ უნდა იქნას გაჩერებული 1 საათზე დიდხანს; უკვე 20-30 წუთის შემდეგ, ლახტის ზეწოლა შეიძლება შესუსტებული იქნას და თუ ნახვევი არ გაიჟღინთა სისხლით, შეიძლება ასევე იქნას დატოვებული, მხოლოდ პროვიზორულად, შესაძლო სისხლდენის განმეორების შემთხვევისათვის;

— კიდურის იმობილიზაცია:

— ქირურგიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom