გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ►ჭრილობები ► თავის ჭრილობები
ტრავმოგენეზი
ავტო-, მოტოტრავმები, სიმაღლიდან ვარდნა, მძიმე საგნით დარტყმა და ა.შ..
დიაგნოსტიკა
თავის თმიან
არეში სხვასთან შედარებით უფრო ხშირად გვხვდება დაბეჟილ-ნაფლეთოვანი,
იშვიათად ნაკვეთი და ნასერი ჭრილობები.
ცხვირის ჭრილობების დროს, მათი ხასიათის და დაზიანების ფართობის მიხედვით, შეიძლება
განვითარდეს ძლიერი სისხლდენა ცხვირიდან.
ძლიერი დაზიანებებისას (სიმაღლიდან ვარდნა, პირდაპირი დარტყმები სახეში ავტო
კატასტროფების დროს და ა.შ.) შეიძლება აღინიშნოს მნიშვნელოვანი სახის დაზიანებები,
რომელსაც თან ახლავს ძლიერი სისხლდენა პირისა და ცხვირის ღრუდან. დაზიანებულთა
უგონო მდგომარეობაში ყოფნისას, ასეთმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს ასფიქსია.
გადაუდებელი დახმარება
1. ასფიქსიის მოხსნა, თუ оმას აქვს ადგილი. ზურგზე მწოლიარე ავადმყოფს ფართოდ
უღებენ ”პირის გამაფართოვებლით” პირს .
2. ენის გადავარდნის თავიდან ასაცილებლად, დამხმარს ენის დამჭერით ენის წვერით
მაღლა ამოაქვს ენა და აფიქსირებს..
3. პირის ღრუდან მუდმივი ასპირაციის დროს ტარდება ენის, ღრძილების და კბილების
ლოყის და ტუჩების ლორწოვანი გარსის, სწრაფი, მაგრამ ყურადღებით დათვალიერება,
ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, რისთვისაც თანმიმდევრობით ახდენენ ლოყების
ლატერალურად გაწევას პირის გვერდით ნაწილებში შეყვანილი მოხრილი საჩვენებელი თითით.
ჭრილობების, სისხლმდენი ნახეთქების და დეფექტების, აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება
ყრუ ტამპონადა.
4. პირის ღრუში იდგმება აირგამტანი, რომლის ირგვლივაც, ენიდან და სასიდან
სისხლდენისას, ასევე შეიძლება დატოვებული იქნას ტამპონები.
5. უფრო სწრაფი და საიმედო ჰემოსტაზისათვის, ტამპონადა შეიძლება
გამოვიყენოთადგილობრივად ჰემოსტატიური ღრუბლის, მშრალი თრომბინის, ჰემოსტატიური
ვისკოზის ხმარებასთან ერთად.
6. ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება ხდება წინა და წინა-უკანა ტამპონადით.
7. წინა ტამპონადისას ცხვირიდან სისხლდენის დროს, მჭიდროდ ტარდება პინცეტის
საშუალებით) ტურუნდის, ან დოლბანდის ვიწრო ზოლებით. იგივე მიზნებისთვის, შეიძლება
ჰემოსტატიური ბანდის ხმარება. პაციენტის უგონო მდგომარეობაში ყოფნის დროს,
წყალბადის ზეჟანგის ხმარება დაუშვებელია.
8. ჰოსპიტალიზაცია სტაციონარებში, რომელთაც აქვთ ნეიროქირურგიულ და
ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებები.
9.იხ. ასევე თავი “ქალა-ტვინის ტრავმა”.