გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაშიჭრილობებისხეულის სხვა და სხვა უბნების ჭრილობათა თავისებურებები


  ჭრილობების მთავარ ნიშნებს წარმოადგენენ: ტკივილი, პირღიაობა და სისხლდენა. ისეთი საერთო სიმპტომები კი, როგორიცაა, შოკი, მწვავე ანემია, მწვავე სუნთქვის უკმარისობა, ინფექცია და სხვა ახასიათებენ უკვე გართულებულ ჭრილობებს და არ წარმოადგენენ აუცილებელ არსებულ ჭრილობის ნიშნებს.

დამჭრელი იარაღის სახისა და დაზიანების ხასიათის მიხედვით, განასხვავებენ; ნასერ, ნაკვეთ, ნაჩხვლეტ, ნაკვეთ-ნაჩხვლეტოვან,  ნასერ-ნაჩხვლეტოვან, დაბეჟილ, ნაფლეთოვან, მოწამლულ, ნაკბენ და ცეცხლნასროლ ჭრილობებს.

 გადაუდებელი დახმარება

ძირითადი პრინციპები:

1. სისხლდენის შეჩერება.

2. კიდურის იმობილიზაცია.

3.  ჭრილობების ირგვლივ კანის საფარველის დამუშავება нარანაკლებ 20 სანტიმეტზე სპირტით ან ბეტადინით, ან იოდონატით, ან კუტასეპტით. მოძრაობა უნდა ხორციელდებოდეს ჭრილობიდან პერიფერიისკენ. კანის დასამუშავებლად შეიძლება გამოყენებული იქნას, ისეთი ხსნარები, როგორიცაა:  “პერვომურის”, დიაციდის, დტხ-ს და სხვა სადეზინფექციო ხსნარები.

4. თუ ჭრილობა მცირე ზომისაა, ნასერ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისას, სწორი კიდეებით და უმნიშვნელო სისხლდენით, ჭრილობაზე ინდივიდუალური პაკეტის ბალიშის ან сხელსახოცის დაფარების შემდეგ, ედება დამწოლი ნახვევი.

5. ფართო დაბინძურებუილი ჭრილობები სისხლდენის შეჩერებისა და კანის საფარველის დამუშავების შემდეგ მრავალჯერადად (3-4 ჯერ) უნდა ჩამოიბანოს ნებისმიერი ხელქვეშ არსებული ანტისეპტიური ხსნარის ჭავლით (რუფაცილინი, ფურაგინი, рრივანოლი, დიოქსიდინის 0,5%-იანი ხსნარი და ა.შ.) “მოპულსირე ჭავლის” იმიტაციით, რისთვისაც შეიძლება გქამოყენებული იქნას ადვილად მოსაჭყლეტი პლასტიკური ფლაკონები.  ჭრილობების ჩამობანის შემდეგ, მის ზედაპირზე აფენენ ნოტიო-შრობად საფენს ჰიპერტონული ან ანტისეპტიური ხსნარით. რეკომენდირებულია ასევე სორბციული ნახვევები.

6. სისხლდენის კუპირების შეუძლებლობის შემთხვევაში რეკომენდირებულია ჰემოსტატიური ან ჟელატინის ღრუბელი, რომელიც გაჟღენთილი იქნება ფართო მოქმედების სპექტრის ანტიბიოტიკებით.

7. დაზარალებულები კიდურების ჭრილობებით, ტრანსპორტირდებიან ტრავმატოლოგიურ განყოფილებებში, ჭრილობებით ღრუების არეში — ქირურგიულში.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom