სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდური რეკომენდაციები ► შესავალი
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდური რეკომენდაციები
ეს არის ნუსხა დროული, თანმიმდევრული, მინიმალურად საკმარისი სადიაგნოსტიკო და
სამკურნალო ღონისძიებების, რომელნიც გამოიყენება ტიპიური კლინიკური სიტუაციების
დროს;
სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის რეკომენდაციების გამოყენების
ძირითადი პრინციპები შეიძლება დაყვანილი იქნას შემდეგ ოთხ პუნქტამდე:
1. რეკომენდაციები უნდა იყოს დიფერენცირებული, სამკურნალო დაწესებულების
შესაძლებლობების გათვალისწინებით (დახმარების აღმოჩენის დონე);
2. ახალი რეკომენდაციების შემუშავების დროს, მაქსიმალურად უნდა იქნას
გათვალისწინებული არსებული პრინციპები (ნაციონალური, ტერიტორიალური, ადგილობრივი);
3. რეკომენდაციები მტკიცდება კლინიკური გამოცდის და სპეციალისტების მიერ განხილვის
შემდეგ, დაგროვებული ინფორმაცია პერიოდულად უნდა ექვემდებარებოდეს განახლებას;
4. რეკომენდაციების გამოყენებისას საჭიროა დაცული იქნას ზოგიერთი აუცილებელი
პირობა;