ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები მათზე


 ერთსა და იმავე წიგნებს თქვენს საიტზე სხვადასხვა ფასი აქვს, თანაც ფასი ზოგჯერ 3-ჯერ მეტია. მაგალითად: ”საღი აზრი გადაუდებელ აბდომინალურ ქირურგიაში, მოშე შაინი 2003 წ.., ან ”ოპერაციული ქირურგია ი. ლიტმანი 1975წ.” რაშია განსხვავება?

შემიძლია გადმოვწერო მთლიანად ”კლინიკური სიმპტომებისა და სინდრომების ცნობარი” ისე, რომ ლოკალზე მქონდეს ცნობარის ასლი?

რომელი არქივატორით მოვახდინოთ გადმოწერილი წიგნების და პროგრამების განარქივება?

მე გავაგძავნე SMS-ი თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე, მაგრამ პასუხად არაფერი მოსულა! მომატყუეს?!

გადმოვწერე წიგნი, მაგრამ არქივის გახსნისას, ჩნდება შეცდომის ფანჯარა: "unexpected end of archive" ("არქივის მოულოდნელი დასასრული").

გავხსენი არქივი წიგნით, და იქ კი ფაილია გაუგებარი ფორმატით djvu (ან pdf, èან tiff), რომელთა გახსნისას ჩნდება ტექსტი სიმბოლოებით, (ან იხსნება სუფთა ფურცლის სახით). რა ვქნა?

 როგორ მოვახდინო ტექსტის კოპირება exe ფორმატის წიგნიდან?

 რომელი პროგრამებითაა უფრო მოხერხებული pdf è დაdjvu წიგნების წასაკითხად?

შემიძლია გამოვაქვეყნო ჩემი სტატია, ავტორეფერატი, ან რეკომენდაციები თქვენი საიტის შესაბამის განყოფილებაში?


 

განსხვავება დიდია: ის რომელიც ძვირია სკანირებული  წიგნი არ არის, პროგრამაა, სწორედ ის, რაც ჭირდება პრაქტიკოს ექიმს, ”კითხვა და სწრაფი პასუხი”.

ჩვენი მიზანია წარვუდგინოთ კლინიცისტს არა სკანირებული წიგნები, როგორც ამას ბევრი აკეთებს, არამედ სულ სხვა და უფრო ხარისხიანი რამ.

ეს აბსოლუტურად სხვა მიდგომაა არა სამედიცინო განათლებისადმი, არამედ გახლავთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იძლევა საშუალებას, უმოკლეს ვადებში, ადექვატური და უშეცდომო გადაწყვეტილებების მისაღებად კონკრეტულ სიტუაციებში ურგენტი ექიმების მიერ (ქირურგები, რეანიმატოლოგები, ინტენსიური თერაპიის პალატის ექიმები).

 

 

 

 არა! ქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ პროგრამით საიტზე, მისი ასლი რომ გქონდეთ მყარ დისკზე, ცნობარი უნდა შეიძინოთ, Surgerycom-ის ადმინისტრაცია გაძლევთ საშუალებას, მოახდინოთ ”კლინიკური სიმპტომებისა და სინდრომების ცნობარის” ცალკეული გვერდების კოპირება, ბეჭვდა და შენახვა თქვენს მყარ დისკზე. ყურადღება!!! საიტის ტოტალური გადაწერა ისეთი პროგრამებით, როგორიცაა: WebZIP, WebCopier, Teleport და სხვა.. თქვენს კომპიუტერს მიაყენებს სერიოზულ ზიანს! თუ თქვენ გსურთ გქონდეთ ცნობარის ასლი, შეიძინეთ, გადადით ბმულზე ” ცნობარის შეძენა”.

 

 

 

   ძირითადი ეს WinRar-ია, მაგრამ ბოლო დროს დაემატა ახალი წიგნები და პროგრამები  7z ფორმატში დაარქივებული. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ არქივატორის ხმარება იმიტომ, იგი სადღეისოდ ფაილის შემჭიდროვების და სისწრაფის მხრივ, ლიდერია ანალოგიურ ფასიან და უფასო არქივატორებს შორის. მუშაობს ბევრ ფორმატებთან.

 

 

 

    არა ჩვენ არ ვცრუობთ! ასეთი რამ ხდება. ძალიან იშვიათად, სერვერის გადატვირთვის, ან ოპერატორის მიერ SMS გზავნილის დამუშავებისას, ზოგიერთი SMS ვერ აღწევს ადრესატს. მოგვწერეთ e-mailå-ზე ან  ICQ-ში, თქვენი მობილურის ნომრის მითითებით, რომლითაც იქნა გაგზავნილი SMS, თქვენი მობილური ოპერატორის დასახელება, გაგზავნის თარიღი, გაგზავნილი მესიჯის ტექსტი და მიღებული გზავნილის ტექსტი, (თუ რამე მიიღეთ). თუ თანხა ჩამოგეჭრათ, გამოგეგზავნებათ პაროლი  e-mailå-ზე.

 

 

 

   ასეთ შეცდომებს ზოგჯერ აქვს ადგილი, როდესაც არქივი გადმოწერილია არასრულად, ან შეცდომებით. გადმოწერეთ არქივი ხელახლა, სასურველია გამოიყენოთ გადმოწერის მენეჯერები, ისეთი, როგორიცაა: ReGet ან Download Master), ან გადმოწერეთ არქივი ალტერნატიული ბმულიდან.

 

 

   თქვენ არ გაქვთ დაყენებული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ამ გაფართოვების ფაილებთან მუშაობას. ყველა ფორმატის წიგნების წასაკითხი პროგრამების გადმოწერა შეგიძლიათ აქ.

 

 


   თუ ავტორმა ეს გააკეთა ინფორმაციის დაცულობის მიზნით, კოპირება შეუძლებელია.

 

 

 

 

   ასეთი წიგნების წასაკითხად რეკომენდირებულია WinDjView - პროგრამა  djvu ფაილებისათვის და Foxit PDF Reader - პროგრამა pdf წიგნებისათვის.

 

 

   შეგიძლიათ, მაგრამ ჩემი თანხმობის შემდეგ. კრიტერიუმები ასეთია:

1. ის რის გამოქვეყნებასაც აპირებთ, უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო ფასეულობას, საინტერესო და სასარგებლო უნდა იყოს ექიმებისთვის;

2. თემატურად უნდა ჯდებოდეს საიტის ჩარჩოებში;

3. არავითარი რეკლამა! მითითებული იქნება მხოლოდ ავტორის რეკვიზიტები;

 


სამედიცინო პროგრამებისამედიცინო წიგნებისტატიებირეფერატებირეკომენდაციებიარქივიRSSკონტაქტი

  

copyright © surgerycom

 

Ìåäèöèíñêèå êíèãè è ìåäèöèíñêèå ïðîãðàììû