გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობები ბრადიარითმიები


დიაგნოსტიკა.

გამოხატული (გშს 50-ზე ნაკლებია 1 წუთში) ბრადიკარდია.

დიფერენციული დიაგნოსტიკა —  ეკგ-ს მიხედვით. უნდა მოხდეს დიფერენცირება სინუსური ბრადიკარდიის,  СА-კვანძის გაჩერების, СА- და АV-ბლოკადების:  АV-ბლოკადების ხარისხისა და დონის მიხედვით (დისტალური, პროქსიმალური); იმპლანტირებული ელექტროსტიმულატორის არსებობისას აუცილებელია შეფასდეს სტიმულირების ეფექტურობა მოსვენების, სხეულის მდებარეობის შეცვლის და დატვირთვის დროს.

 გადაუდებელი დახმარება

ინტენსიური თერაპია საჭიროა, თუ ბრადიკარდია (გშს 50-ზე ნაკლები  1 წუთში) იწვევს МАС სინდრომს,  ან მისი ექვივალენტები, შოკი, ფილტვების შეშუპება, არტერიული ჰიპოტენზია, ანგინოზური ტკივილი ან ისახება გშს-ს პროგრესირებადი შემცირება  (გულის შეკუმშვის სიხშირე) ან ექტოპიური პარკუჭთა აქტივობის მომატება.

1. ასისტოლიის დროს— ჩატარდეს გფრ რეკომენდაციებით, რომლებიც აღწერილია თავში- “უეცარი სიკვდილი”.

2. МАС სინდრომის ან ბრადიკარდიის დროს, რომელმაც გამოიწვია გულის მწვავე უკმარისობა  არტერიული ჰიპოტენზია, ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ანგინოზური ტკივილი ან  გშს-ს პროგრესირებადი შემცირება ან პარკუჭების  ექტოპიური აქტივობის ზრდა.

— პაციენტი დაწვენილი უნდა იქნას ქვედა კიდურების 20°-ით მოხრილ მდგომარეობასი (თუ არ არის გამოხატული შეგუბება ფილტვებში):

— ჩატარდეს ოქსიგენოთერაპია;

— აუცილებლობისას (ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით) — გულის დახურული მასაჟი ან რითმული დაბეგვა გულმკერდზე (“მუშტისმიერი რითმი”);

— ატროპინის შეყვანა 3-5 წუთი ს შემდეგ по 1 მგ ინტრავენურად ეფექტის მიღებამდე ან საერთო დოზის 0.04 მგ/კგ-მდე მიღწევამდე;

— არ არის ეფექტი — სასწრაფო ენდოკარდიალური ეკს კანიდან ან საყლაპავიდან:

— არ არის ეფექტი (ან არ არის შესაძლებლობა ჩატარდეს ეკს) — ეუფილინის ინტრავენურად ნელი წვეთოვანი შეყვანა 240-480 მგ;

— არ არის ეფექტი — დოპამინი 100 მგ ან ადრენალინი 1 მგ 200 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში  ინტრავენურად; თანდათანობით გაიძარდოს ინფუზიის სიჩქარე მინიმალურად საკმარისი გშს-ს მიღწევისას.

3. მუდმივად გაკონტროლდეს გულის რითმი და გამტარებლობა.

4. მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს მდგომარეობის დაუმჯობესება.

 

ძირითადი საფრთხეები და გართულებები:

— ასისტოლია ;

— ექტოპიური პარკუჭოვანი აქტიურობა (ფიბრილაციამდეც კი), მათ შორის ადრენალინის, დოფამინის, ატროპინის მიღების შემდეგ;

— გულის მწვავე უკმარისობა (ფილტვების შეშუპება, შოკი);

— არტერიული ჰიპოტენზია:

— ანგინოზური ტკივილი;

— ეკს-ს ჩატარების შეუძლებლობა ან არაეფექტურობა:

— ენდოკარდიალური ეკს-ს გართულებები (პარკუჭთა ფიბრილაცია, მარჯვენა პარკუჭის პერფორაცია);

— ტკივილის შეგრძნება საყლაპავიდან ან კანიდან ეკს-ს ჩატარებისას.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom