გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობები ჰიპერტენზიული კრიზები


დიაგნოსტიკა.

არტერიული წნევის მომატება (ხშირად მწვავე და მნიშვნელოვნად) ნევროლოგიური სიმპტომატიკით: თავის ტკივილი, “ქინქლები” ან რულგადაკრული მხედველობა, პარესთეზია, “ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება, გულისრევა, პირღებინება, სისუსტე კიდურებში, пგარდამავალი ჰემიპარეზები, აფაზია, დიპლოპია.

   ნეიროვეგეტატიური კრიზის დროს (I ტიპის კრიზი, ადრენალური): უეცარი დაწყება. აღგზნება, ჰიპერემია და კანის სისველე. ტაქიკარდია, გახშირებული და დიდი რაოდენობით შარდვა, უპირატესად სისტოლური წნევის მომატება პულსურის გაზრდით.

კრიზის წყალ-მარილოვანი ფორმის დროს (II ტიპის კრიზი, ნორადრენალური): თანდათანობითი დასაწყისი, ძილიანობა, ადინამია, დეზორიენტირებულობა, სახის სიფერმკრთალე და შეშუპება , უპირატესად დიასტოლური წნევის მომატება პულსურის შემცირებით.

კრიზის კრუნჩხვითი ფორმის დროს: მოპულსირე, ქაჩვითი ხასიათის თავის ტკივილი, ფსიქომოტორული აღგზნება, მრავალჯერადი პირღებინება შვების გარეშე, მხედველობის მოშლა, გონების დაკარგვა, კლონურ-ტონური კრუნჩხვები.

დიფერენციული დიაგნოსტიკა.

 

პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იყოს კრიზის სიმძიმე, ფორმა და გართულებები, გამოიყოს კრიზები დაკავშირებული ჰიპოტენზიური საშუალებების უეცარ მოხსნასთან (კლონიდინი, β-ადრენობლოკატორები და სხვა.), მოხდეს ჰიპერტენზიული კრიზების დიფერენცირება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლისგან, დიენცეფალური კრიზებისგან და ფეოქრომოციტომის დროს განვითარებული კრიზებისგან.

 გადაუდებელი დახმარება

1. კრიზის ნეიროვეგეტატიური ფორმა .

1.1. მსუბუქი მიმდინარეობისას:

— ნიფედიპინი  10 მგ ენის ქვეშ ან წვეთების სახით შიგნით მისაღებად ყოველ 30 წუთში, ან კლონიდინი 0,15 მგ ენის ქვეშ. შემდეგ  0,075 მგ ყოველ 30 წუთში ეფექტის მიღებამდე, ან ამ პრეპარატების კომბინირება.

1.2. მძიმე მიმდინარეობისას.

— კლონიდინი 0,1 მგ ინტრავენურად ნელა (შეიძლება კომბინაციაში 10 მგ ნიფედიპინი ენის ქვეშ), ან ნატრიუმის ნიტროპრუსიდი 30 მგ  300 მლ 5% გლუკოზის ხსნარში, ინტრავენურად წვეთოვნად, შეყვანის სიჩქარის თანდათანობით მატებით აუცილებელი არტერიული წნევის მიღწევამდე, ან პენტამინი  50 მგ-მდე, ინტრავენურად წვეთოვნად ან ნაკადით ულუფებად;

— არასრული ეფექტისას — ფუროსემიდი 40 მგ ინტრავენურად.

1.3. თუ ემოციური დაძაბულობა ვერ მოიხსნა, დამატებით დიაზეპამი 5-10 მგ შიგნით, კუნთებში ან ინტრავენურად, ან დროპერიდოლი 2,5-5 მგ ინტრავენურად ნელა.

1.4. თუ არ მოიხსნა ტაქიკარდია — პროპრანოლოლი 20-40 მგ შიგნით.

 

2. კრიზის წყალ-მარილოვანი ფორმა.

2.1. მსუბუქი მიმდინარეობისას:

— ფუროსემიდი 40-80 მგ შიგნით ერთჯერადად და ნიფედიპინი  10 მგ ენის ქვეშ ან в წვეთების სახით შიგნით მისაღებად ყოველ 30 წუთში ეფექტის მიღებამდე ან ფუროსემიდი 20 მგ შიგნით მისაღებად ერთჯერადადბ და კაპტოპრილი ენის ქვეშ ან შიგნით  25 მგ, ყოველ 30-60 წუთში ეფექტის მიღებამდე.

2.2. მძიმე მიმდინარეობისას:

— ფუროსემიდი 20—40 მგ ინტრავენურად;

— ნატრიუმის ნიტროპრუსიდი ან პენტამინი ინტრავენურად (პუნქტი 1.2).

2.3. თუ ნევროლოგიური სიმპტომატიკა ვერ მოიხსნა,  ინტრავენურად  შეყვანილი იქნას 240 მგ ეუფილინი.

3. კრიზის კრუნჩხვითი ფორმა:

— დიაზეპამი 10-20 მგ ინტრავენურად ნელა კრუნჩხვების მოხსნამდე, დამატებით შეიძლება დაინიშნოს მაგნიუმის სულფატი 2,5 გ ინტრავენურად ძალიან ნელა:

— ნატრიუმის ნიტროპრუსიდი (პუნქტი 1.2) ან პენტამინი (პუნქტი 1.2);

— ფუროსემიდი 40-80 მგ ინტრავენურად ნელა.

4. კრიზები დაკავშირებული ჰიპოტენზიური საშუალებების უეცარ მოხსნასთან:

— შესაბამისი ჰიპოტენზიური პრეპარატი ინტრავენურად. ენის ქვეშ ან შიგნით, მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიისას — ნატრიუმის ნიტროპრუსიდი (პუნქტი 1.2).

5.  ფილტვების შესუპებით გართულებული ჰიპერტონული კრიზი:

— ნიტროგლიცერინი (აეროზოლი ჯობია) 0,4-0.5 მგ ენის ქვეშ და ეგრევე 10 მგ  100 მლ ნატრიუმის ქლორიდის  იზოტონურ ხსნარში ინტრავენურად წვეთოვნად. გადასხმის სიჩქარის გაზრდით 25 მკგ/ წუთი -დან,  ეფექტის მიღებამდე, ან ნატრიუმის ნიტროპრუსიდი (პუნქტი 1.2), ან პენტამინი(პუნქტი 1.2);

— ფუროსემიდი 40-80 მგ ინტრავენურად ნელა;

— ოქსიგენოთერაპია.

6. ჰემორაგიული  ინსულტით ან სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევით გართულებული ჰიპერტონული კრიზი:

— მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიისას — ნატრიუმის ნიტროპრუსიდი (პუნქტი 1.2). არტერიული წნევა დაქვეითდეს მაჩვენებლებამდე, რომელიც აღემატება კონკრეტული პაციენტის ჩვეულებრივ მაჩვენებლებს, ნევროლოგიური სიმპტომატიკის გაძლიერებისას —შემცირდეს შეყვანის სიჩქარე.

7. ანგინოზური ტკივილით გართულებული ჰი0პერტონული კრიზი:

— ნიტროგლიცერინი (აეროზოლი ჯობია) 0,4-0,5 მგ ენის ქვეშ და ეგრევე 10 მგ ინტრავენურად წვეთოვნად (პუნქტი 5);

— აუცილებელია ანალგეზია — იხ. “სტენოკარდია”:

— არასაკმარისი ეფექტისას — პროპრანოლოლი 20-40 მგ შიგნით.

8. გართულებული მიმდინარეობისას — სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორირება (კარდიომონიტორი, პულსოქსიმეტრი).

9. მდგომარეობის შემდგომი შესაძლო სტაბილიზაციის შემთხვევაში -ჰოსპიტალიზაცია. ძირითადი საფრთხეები და გართულებები:

— არტერიული ჰიპოტენზია;

— თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (ჰემორაგიული ან იშემიური ინსულტი);

— ფილტვების შეშუპება;

— ანგინოზური ტკივილი, მიოკარდიუმის ინფარქტი;

— ტაქიკარდია.

შენიშვნები.

 

მწვავე არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც უშუალოდ უქმნის საფრთხეს სიცოცხლეს,, არტერიული წნევა დაქვეითდეს  20-30 წუთის განმავლობაში, ჩვეულ, “მუშა” ან ოდნავ მეტ მნიშვნელობებამდე, ინტრავენურად შეყვანის გზით,  გამოყენებული იქნას ჰიპოტენზიური პრეპარატები, რომელთა მოქმედების ეფექტის კონტროლირება შესაძლებელია,  (ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, ნიტროგლიცერინი.).

ჰიპერტონული კრიზისას, რომელიც უშუალოდ არ უქმნის საფრთხეს სიცოცხლეს, არტერიული წნევა  დაქვეითდეს თანდათანობით ( 1-2 საათის განმავლობაში).

კრიზამდე არ მისული, ჰიპერტონული დაავადების გაუარესებული მიმდინარეობისას, არტერიული წნევა აუცილებელია  დაქვეითდეს რამოდენიმე საათის განმავლობაში, ძირითადი ჰიპოტენზიური სასუალებები დაინიშნოს  შიგნით მისაღებად.

ყველა შემთხვევაში,  არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს ჩვეულ, ”მუშა " მნიშვნელობებამდე.

  გადაუდებელი დახმარება განმეორებითი ჰიპერტონული კრიზების დროს, უნდა ჩატარდეს წინა კრიზებისას ჩატარებული მკურნალობისას მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.

  კაპტოპრილის პირველად ხმარებისას მკურნალობა უნდა დაიწყოს საცდელი დოზით 6,25 მგ.

  პენტამინის ჰიპოტენზიური ეფექტი ძნელად სამართავია, ამიტომ პრეპარატის ხმარება დაშვებულია  მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ნაჩვენებია არტერიული წნევის სასწრაფო დაწევა და ამისთვის სხვა საშუალებები არ არის. პენტამინი შეყავთ 12,5 მგ ინტრავენურად წყვეტილად ან წვეთოვნად  50 მგ-მდე.

ფეოქრომოციტომიან ავადმყოფებში კრიზის დროს, წამოიწიოს საწოლის თავი 45°-ით; დაინიშნოს (პენტოლამინი ( 5 მგ ინტრავენურად 5 წუთის შემდეგ ეფექტის მიღებამდე.); შეიძლება პრაზოზინის გამოყენება  1 მგ ენის ქვეშ განმეორებით, ან ნატრიუმის ნიტროპრუსიდი. დროპერიდოლი —  როგორც დამხმარე პრეპარატი 2,5-5 მგ-ის რაოდენობით, ინტრავენურად ნელა. β-ადრენობლოკატორები,  გამოყენებული იქნას მხოლოდ (!) α-ადრენობლოკატორების შეყვანის შემდგომ.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom