გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობები კარდიოგენული შოკი


დიაგნოსტიკა.

არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის მოშლასთან ერთად. სისტოლური არტერიული წნევა ჩვეულებრივ 90 მმ. ვწყ. სვ-ზე ნაკლებია., პულსური — დაბალია.

20 მმ. ვწყ. სვ-ზე. აღინიშნება პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუარესების სიმპტომები  (ციანოზურ-ფერმკრთალი სველი კანი, დაჩუტული პერიფერიული ვენები,  მტევნებისა და ტერფების კანის ტემპერატურის დაქვეითება); სისხლის დინების სიჩქარის შემცირება (თეთრი ლაქის გაქრობის დრო ფრჩხილის ცარეცელზე ან ხელისგულზე 2 წამზე დიდი ხნით დაჭერა), დიურეზის შემცირება (20 მლ/სთ-ზე ნაკლები), ცნობიერების მოშლა (მსუბუქად შეზღუდულიდან™ კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკის გაჩენამდე და კომის განვითარებამდე).

დიფერენციული დიაგნოსტიკა.

 

უმეტეს შემთხვევაში უნდა მოხდეს ჭეშმარიტი კარდიოგენული შოკის დიფერენცირება  სხვა მისი ნაირსახეობებისგან (რეფლექტორული, არითმიული, მედიკამენტოზური, ნელა მიმდინარე მიოკარდის ძგიდის ან პაპილარული კუნთების გაგლეჯვისგან, მარჯვენა წინაგულის დაზიანებებისგან),ასევე ფათე-სგან, ჰიპოვოლემიისგან, შინაგანი სისხლდენისგან და შოკის გარეშე მიმდინარე არტერიული ჰიპოტენზიისგან.

 გადაუდებელი დახმარება

გადაუდებელი დახმარება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ჩატარებული ღონისძიებების არაეფექტურობის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე სწრაფი გადასვლით.

1. ფილტვებში გამოხატული შეგუბებითი პროცესის არარსებობის შემთხვევაში:

— პაციენტი დაწვენილი იქნას 20°-ით ზემოთ მოხრილი ქვედა კიდურებით (ფილტვებში გამოხატული შეგუბებითი პროცესის დროს — იხ. “ფილტვების შეშუპება”):

— ჩატარდეს ოქსიგენოთერაპია;

— ანგინოზური ტკივილისას ჩატარდეს სრულყოფილი გაუტკივარება:

— ჩატარდეს გშს-ს კორექცია (პაროქსიზმული ტაქიარითმია  გშს 150 დარტყმაზე მეტი 1 წუთში —   ეიტ-ის აბსოლუტური ჩვენება, მწვავე ბრადიკარდია,  გშს 50 დარტყმაზე ნაკლები 1 წუთში — ЭКС-თან);

— შეყვანილი იქნას ჰეპარინი 5000 IU ინტრავენურად ნაკადით.

2. ფილტვებში გამოხატული შეგუბებითი პროცესის არარსებობის შემთხვევაში ცვწ:

— 200 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი შეყვანილი იქნას ინტრავენურად წვეთოვნად  10 წუთში არტერიული წნევის, სუნთქვის სიხშირის, ფილტვებისა და გულის აუსტკულტაციური სურათის და გშს,  კონტროლის ქვეშ. (შეძლებისდა გვარად გაკონტროლდეს ცვწ ან ფილტვის არტერიაში ”გაჭედვის წნევა” ("давление заклинивания"));

— არტერიული ჰიპოტენზიის დაუძლევლობის და ტრანსფუზიული ჰიპერვოლემია ნიშნების არარსებობის შემთხვევაში — განმეორებით  შეყვანილი იქნას სითხე იგივე კრიტერიუმებით;

— ტრანსფუზიული ჰიპერვოლემია ნიშნების არარსებობის შემთხვევაში (ცვწ 15 სმ.ვწყ.სვ-ზე დაბალი) ინფუზიური ტერაპია გაგრძელდეს სიჩქარით 500 მლ/სთ-მდე, აღნიშნული მაჩვენებლების ყოველ 15 წუთში გადამოწმებით.

თუ კი არტერიული წნევის სწრაფი სტაბილიზირება ვერ ხერხდება, გადადიან შემდეგ ეტაპზე.

3. შეყვანილი იქნას დოპამინი 200 მგ в 400 მლ 5% გლუკოზის ხსნარი ინტრავენურად წვეთოვნად, გადასხმის სიჩქარის გაზრდა с 5 მკგ(კგ x წთ)-დან დაწყებული, მინიმალურად საკმარისი არტერიული წნევის მიღწევამდე;

— არ არის ეფექტი — დამატებით დაინიშნოს ნორადრენალინის ჰიდროტარტარატი 4 მგ в 200 მლ 5% გლუკოზის ხსნარი ინტრავენურად წვეთოვნად, ინფუზიის სიჩქარის გაზრდა с 0,5 მკგ/წუთში მინიმალურად საკმარისი არტერიული წნევის მიღწევამდე;

4. სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორირება (კარდიომონიტორი, პულსოქსიმეტრი).

5. მდგომარეობის შემდგომი შესაძლო სტაბილიზაციის შემთხვევაში -ჰოსპიტალიზაცია. 

 

ძირითადი საფრთხეები და გართულებები:

— არადროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაწყება:

— არტერიული წნევის სტაბილიზაციის შეუძლებლობა;

— ფილტვის შეშუპება არტერიული წნევის მომატებისას ან ინტრავენურად სითხეების შეყვანისას;

— ტაქიკარდია, ტაქიარითმია, პარკუჭთა ფიბრილაცია;

— ასისტოლია :

— ანგინოზური ტკივილის რეციდივი:

— მწვავე თირკმლის უკმარისობა.

შენიშვნები.

 

მინიმალურად საკმარისი არტერიული წნევის ქვეშ იგულისხმება  სისტოლური წნევა 90 მმ. ვწყ. სვ. იმ პირობით, რომ არტერიული წნევის მატებას თან ახლავს ორგანოებისა და ქსოვილების პერფუზიის გაუმჯობესების კლინიკური ნიშნები.

გლუკოკორტიკოიდული ჰორმონები ჭეშმარიტი კარდიოგენული შოკის დროს არ არის ნაჩვენები.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom