გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობები ტაქიარითმიები


დიაგნოსტიკა. გამოხატული ტაქიკარდია, ტაქიარითმია.

დიფერენციული დიაგნოსტიკა

 

 — ეკგ-ზე საჭიროა მოხდეს არაპაროქსიზმული და პაროქსიზმული ტაქიკარდიების განსხვავება:  ტაქიკარდიები QRS კომპლექსის ნორმალური ხანგრძლივობით (პარკუჭზედა ტაქიკარდიები, წინაგულების თრთოლვა და ციმციმი) და ტაქიკარდიები ფართო QRS კომპლექსით,  ეკგ-ზე (პარკუჭზედა ტაქიკარდიები, წინაგულების თრთოლვა და ციმციმი, ჰისის ფეხის კონის გარდამავალი, ან მუდმივი ბლოკის დროს. ანტიდრომული პარკუჭზედა ტაქიკარდიები, წინაგულთა ციმციმი A/V სინდრომის დროს; პარკუჭოვანი ტაქიკარდიები).

 გადაუდებელი დახმარება

სინუსური რითმის სწრაფი აღდგენა ან გშს კორექცია, ნაჩვენებია სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით გართულებული ტაქიარითმიებისას , სისხლის მიმოქცევის სეწყვეტის საფრთხისას, ან განმეორებითი ტაქიარითმიული პაროქსიზმების დროს, დათრგუნვის ნაცნობი საშუალებით. სხვა შემთხვევებში, საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს ინტენსიური დაკვირვება და გეგმიური მკურნალობა, (სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია).

1. სისხლის მიმოქცევის შეწყვეტისას — გფრ რეკომენდაციებით
უეცარი სიკვდილი”.

2. შოკი ან ფილტვის შეშუპება (ტაქიარითმიით გამოწვეული) წარმოადგენენ აბსოლუტურ სასიცოცხლო ჩვენებებს  ეიტ-ისთვის:

— ჩატარდეს ოქსიგენოთერაპია;

თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, ჩატარდეს პრემედიკაცია (ფენტანილი 0,05 მგ ან პრომედოლი 10 მგ ინტრავენურად);

— გადაყვანილი იქნას მედიკამენტოზურ ძილში (დიაზეპამი 5 მგ ინტრავენურად და 2-2 მგ ყოველ 1-2 წუთში ჩაძინებამდე);

— განხორციელდეს გულის რითმის კონტროლი:

— ჩატარდეს ეიტ-ი (წინაგულთა თრთოლვისას, პარკუჭთაზედა ტაქიკარდიისას დაწყებული იქნას  50 ჯ-ით; წინაგულთა ციმციმისას, მონომორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას —  100 ჯ-დან; პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას—  200 ჯ-დან):

თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, — ეიტ-ისას მოხდეს  ელექტრონული იმპულსის სინქრონიზირება К კბილთან ეკგ-ზე.

— გამოიყენეთ კარგად დასველებული საფენებო ან გელი;

— განმუხტვისას მჭიდროდ დააჭირეთ ელექტროდები გულმკერდს:

— განმუხტვა მოახდინეთ პაციენტის ამოსუნთქვისას;

— დაიცავით უსაფრთხოების წესები;

— არ არის ეფექტი — გააორმაგეთ განმუხტვის ენერგია და გაიმეორეთ ეიტ-ი;

— არ არის ეფექტი — გაიმეორეთ ეიტ განმუხტვის მაქსიმალური ენერგიით;

— არ არის ეფექტი — შეიყვანეთ მოცემული არითმიისას ნაჩვენები ანტიარითმიული პრეპარატი,  (იხ. ქვემოთ), და გაიმეორეთ  ეიტ-ი განმუხტვის მაქსიმალური ენერგიით.

3. კლინიკურად გამოხატული სისხლის მიმოქცევის მოშლისას, (არტერიალური ჰიპერტენზია, ანგინოზური ტკივილი, პროგრესირებადი გულის უკმარისობა ან ნევროლოგიური სიმპტომატიკა) ან განმეორებითი არითმიული პაროქსიზმების დროს, დათრგუნვის ნაცნობი საშუალებით — ჩატარდეს გადაუდებელი მედიკამენტოზური დახმარება. ეფექტის არარსებობისას, მდგომარეობის გაუარესებისას (ქვემოთ მითითებული შემთხვევებისას — და როგორც მედიკამე4ნტოზური მკურნალობის ალტერნატივა) — ეიტ (პუნქტი  2).



3.1. რეციპროკული პარკუჭზედა ტაქიკარდიისპაროქსიზმისას  :

— კაროტიდული სინუსის მასაჟი (ან სხვა ვაგუსური ილეთები);

— არ არის ეფექტი — ატფ 10 მგ ინტრავენურად ბიძგით შეყვანა:

— არ არის ეფექტი — 2 წუთი ს შემდეგატფ 20 მგ ინტრავენურად ბიძგით შეყვანა:

— არ არის ეფექტი — 2 წუთი ს შემდეგ ვერაპამილი 2,5-5 მგ ინტრავენურად:

— არ არის ეფექტი — 15 წუთი ს შემდეგ ვერაპამილი 5-10 მგ ინტრავენურად;

— შესაძლოა ეფექტური იყოს ატფ ან ვერაპამილის შეყვანის შეხამება ვაგუსურ ილეთებთან:

— არ არის ეფექტი — 20 წუთი ს შემდეგ ნოვოკაინამიდი 1000 მგ ( 17 მკ/კგ-მდე) ინტრავენურად სიჩქარით 50-100 მგ/წთ (არტერიალური ჰიპერტენზიისადმი ტენდენციისას — ერთ შპრიცში 0,25-0,5 მლ 1% მეზატონის ხსნარი ან 0,1-0,2 მლ 0,2% ნორადრენალინის ხსნარი).

3.2. წინსგულთა მოციმციმე პაროქსიზმისას სინუსური რითმის აღსადგენად:

— ნოვოკაინამიდი (პუნქტი  3.1);

საწყისი მაღალი გშს-ს დროს: ჯერ ინტრავენურად 0,25-0,5 მგ დიგოქსინი (სტროფანტინი) და 30 წუთი ს შემდეგ— 1000 მგ ნოვოკაინამიდი  გშს-ს დასაქვეითებლად:

— დიგოქსინი (სტროფანტინი) 0,25-0,5 მგ, ან ვერაპამილი 10 მგ ინტრავენურად ნელი წვეთით ან 80 მგ შიგნით, ან დიგოქსინი (სტროფანტინი) ინტრავენურად და ვერაპამილი შიგნით, ან ანაპრილინი 20-40 მგ ენის ქვეშ ან შიგნით.

3.3. წინაგულთა თრთოლვის პაროქსიზმისას:

— ეიტ-ი (პუნქტი 2);

— ეიტ-ის შეოძლებლობისას — გშს-ს დაქვეითება  დიგოქსინის (სტროფანტინი) და (ან) ვერაპამილის საშუალებით (პუნქტი  3.2);

— სინუსური რითმის აღსადგენად შესაძლოა ეფექტური იყოს ნოვოკაინამიდი  0,5 მგ დიგოქსინის (სტროფანტინი) წინასწარი შეყვანის შემდეგ.

3.4. Пწინაგულთა მოციმციმე პაროქსიზმისას  ИПУ სინდრომის ფონზე:

— ინტრავენურად ნელა ნოვოკაინამიდი 1000 მგ (до 17 მგ/კგ), ან аამიოდარონი 300 მგ (до 5 მგ/კგ). ან რჳთმილ;ენი 150 მგ. ან აიმალინი 50 მგ: ან ეიტ-ი;

— საგულე გლიკოზიდები. β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები (ვერაპამილი, დილტაზემი) უკუნაჩვენებია!

3.5. ანტიდრომული რეციპროკული პაროქსიზმული  АВ-ტაქიკარდიისას:

— ინტრავენურად ნელა ნოვოკაინამიდი, ან ამიოდარონი, ან აიმალინი, ან რითმილენი  (პუნქტი  3.4).

3.6. ტაქიარითმიებისას СССУ-ს ფონზე  გშს-ს დასაქვეითებლად:

— ინტრავენურად ნელა 0.25 მგ დიგოქსინი (სტროფანტინი).

3.7. პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პაროქსიზმისას:

— ლიდოკაინი 80-120 მგ (1-1.5 მგ/კგ) иყოველ 5 წუთში 40-60 მგ (0.5-0.75 მგ/კგ) ინტრავენურად ნელა ეფექტის მისაღებად ან საერთო დოზის 3 მგ/კგ-მდე მიღწევამდე:

— არ არის ეფექტი — ეიტ-ი (პუნქტი  2). ან ნოვოკაინამიდი. ან ამიოდარონი (პუნქტი  3.4);

— არ არის ეფექტი — ეიტ-ი ან მაგნიუმის სულფატი 2 გ ინტრავენურად очძალიან ნელა:

— არ არის ეფექტი — ეიტ-ი ან ორნიდი  5 მგ/კგ ინტრავენურად (5 წუთი ს განმავლობაში);

— არ არის ეფექტი — ეიტ-ი ან 10 წუთი ს შემდეგ ორნიდი 10 მგ/კგ ინტრავენურად (10 წუთი ს განმავლობაში).

3.8. ორმხრივმიმართული ”თითისტარისებრი” ტაქიკარდიისას.

— ეიტ-ი ან ინტრავენურად ნელა 2 გ მაგნიუმის სულფატის შეყვანა (აუცილებლობისას მაგნიუმის სულფატი შეყავთ განმეორებით 10 წუთი ს შემდეგ).

3.9. უცნობი გენეზის ტაქიკარდიის პაროქსიზმისას ეკგ-ზე QRS ფართო კომპლექსებით, (თუ არ არის ეიტ-ის ჩვენება) ინტრავენურად ლიდოკაინის შეყვანა (პუნქტი  3.7). არ არის ეფექტი — ატფ (პუნქტი  3.1) ან ეიტ-ი, არ არის ეფექტი — ნოვოკაინამიდი (პუნქტი  3.4) ან ეიტ (პუნქტი  2).

4. გულის რითმის მწვავე დარღვევის ყველა შემთხვევაში, (აღდგენილი სინუსური რითმით, განმეორებითი პაროქსიზმების გარდა ) ნაჩვენებია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

5. მუდმივად მოხდეს გულის რითმისა და გამტარებლობის კონტროლირება.

ძირითადი საფრთხეები და გართულებები:

— სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა (პარკუჭთა ფიბრილაცია ასისტოლია);

— МАС სინდრომი ;

— გულის მწვავე უკმარისობა (ფილტვების შეშუპება, არითმიული შოკი);

— არტერიული ჰიპოტენზია;

— სუნთქვის მოშლა ნარკოტიული ანალგეტიკების ან დიაზეპამის შეყვანისას;

— კანის დამწვრობები  ეიტ-ის ჩატარებისას:

— თრომბოემბოლია  ეიტ-ის ჩატარების შემდეგ.

დამატება.

 

 არითმიის გადაუდებელი მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ჩვენებების მიხედვით, .

შეძლების და გვარად უნდა მოხდეს ზემოქმედება არითმიის გამომწვევ მიზეზზე და მის თანმხლებ ფაქტორებზე.

გშს-ს დროსექსტრენული ეიტ-ი  150-ზე ნაკლები 1 წუთში, ჩვეულებრივ არ არის ნაჩვენები.

გამოხატული ტაქიკარდიისას და სინუსური რითმის სასწრაფოდ აღდგენის ჩვენების არარსებობისას მიზანშეწონილია დაქვეითდეს გშს.

დამატებითი ჩვენებების არსებობისას ანტიარითმიული საშუალებების შეყვანამდე сსაჭიროა გამოყენებული იქნას კალიუმისა და მაგნიუმის პრეპარატები.

წინაგულთა მოციმციმე პაროქსიზმისას შესაძლოა ეფექტური იქნას 200 მგ ფენკაროლის დანიშვნა შიგნით მისაღებად.

დაჩქარებული (60-100 1 წუთში) იდიოვენტრიკულარული რითმი ან რითმი  АV-კავშირიდან ჩვეულებრივ შენაცვლებადს წარმოადგენს, და ანტიარითმიული საშუალებების მიღება ამ დროს არ არის ნაჩვენები.

გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა განმეორებითი, ჩვეული პაროქსიზმული ტაქიარითმიებისას, უნდა ჩატარდეს მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით წინა პაროქსიზმებისა და იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ავადმყოფის რეაქცია ანტიარითმიული საშუალებების შეყვანაზე, რომელნიც ადრე შველოდნენ.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom