გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► მუცლის დაზიანებები ► მუცლის დახურული ტრავმა
ტრავმოგენეზი
ავტოსაგზაო ტრავმა, მუცელში დარტყმა, კატატრავმა. შესაძლო ალკოჰოლური სიმთვრალე “ნიღბავს” დიაგნოსტირებისათვის
აუცილებელ სიმპტომატიკას.
დიაგნოსტიკა
გამოყოფენ დაზარალებულთა ორ
ჯგუფს:
1) სისხლის მწვავე დაკარგვის კლინიკური სურათით;
2) პერიტონიტის სიმპტომატიკით, ენდოგენური ინტოქსიკაციის მზარდი ნიშნებით;
მწვავე აბდომინალური სისხლდენის ზოგადი ნიშნები.
— ჩივილი საერთო სისუსტეზე სისუსტე, თავბრუსხვევა:;
— დმცირე ინტენსივობის ტკივილი მუცელში;
— კანის საფარველის და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე;
— კიდურების მარმარილოსებრი შეფერილობა მძიმე სისხლდენაზე მეტყველებს:
— მატულობს ტაქიკარდია;
— T/A-ს ვარდნა (აუცილებელია ალგოვერის ინდექსის კონტროლი დინამიკაში).
ადგილობრივი ნიშნები
დათვალიერების დროს ვლინდება, პერკუსიით და პალპაციის არა მხოლოდ წინა, არამედ
მუცლის გვერდით და უკანა კედლებზე. ზედაპირული სისხლნაჟღენთები და ჰემატომები
აუცილებელია აუცილებელია წარმოსახვით მოვახდინოტ იმ ორგანოს პროეცირება, რომელიც ამ
ადგილას არის განლაგებული, იფიქროთ მის დაზიანებაზე (ზემოქმედების ძალასთან
დამოკიდებულებით ტრავმატოგენეზში)
მუცლის მხრიდან, ადგილობრივი სიმპტომატიკა, არც ისე კარგად არის გამოხატული, როგორც
ღრუ ორგანოს დაზიანების დროს. შეიძლება ზომიერი ლოკალიზებული ტკივილი. ტკივილი და
კუნთების დაჭიმულობა, როგორც წესი არ არის გამოხატული, შეიძლება დადებითი იყოს
შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი
, მუცლის ლატერალურ ღარებზე მოყრუება.
ღვიძლის ან ელენთის დაზიანებაზე ეჭვის დროს, დაზარალებული აუცილებლად უნდა
იყოს ჰოსპიტალიზირებული სტაციონარში, თუნდაც სისხლდენის სურათი არ იყოს გამოხატული,
რადგანაც პარენქიმული ორგანოს სუბკაპსულარული ჰემატომის წარმოშობის
შემთხვევაში, შეიძლება განვითატდეს ორეტაპობრივი გაგლე4ჯვა.
ღრუ ორგანოს დაზიანების შემთხვევაში, (ნაწლავი, კუჭი, შარდის ბუშტი) კლინიკურ
სურათში წინა პლანზე გადმოდის პერიტონიტის და მზარდი ენდოგენური ინტოქსიკაციის
ნიშნები :
— მკვეთრად გამოხატული ტკივილი მუცელში:
— ტაქიკარდია სტაბილური ჰემოდინამიკისას;
— მშრალი ენა;
— შეიძლება პირღებინება.
ადგილობრივად:
სუნთქვისას მუცლის კედლის ექსკურსიის
არარსებობა (მამაკაცებში მუცლისმიერი სუნთქვის გადასვლა გულმკერდისეულში,
რომელიც ქალებისთვის არის დამახასიათებელი). ტრავმის პირველ საათებში, დაზარალებული
ახდენს ყველაზე მეტად მტკივნეული ადგილის და მტკივნეულობის ლოკალიზაციას. პალპაციით
ისაზღვრება ტოტალური ან ნაწილობრივი რიგიდობა — მუცლის კუნთების პასიური დაჭიმულობა,
დადებითი შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი, ლოკალიზებული მტკივნეულობა
მუცლის წინა ან უკანა კედლის დაბეგვისას. მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით აირების
დაგროვების შემთხვევაში, ვლინდება оღვიძლის მოყრუების გაქრობის სიმპტომი
12-გოჯა ნაწლავის რეტროპერიტონეალური ნაწილის დაზიანებისას, შეიძლება განისაზღვროს
კანქვეშა კრეპიტაცია, წელის მარჯვენა ნახევარშიკანქვეშა ემფიზემის ხარჯზე.
შარდის ბუშტის დაზიანებისთვის დამახასიათებელია, მიმოქცეული პერიტონიტის მკაფიოდ
ჩამოყალიბებული კლინიკის ფონზე, შჩოტკინ-ბლუმბერგის მკვეთრად გამოხატული
სიმპტომით, მუცლის ლატერალურ ღარებზე მოყრუებით, პაციენტს არ შეუძია მოშარდოს
დამოუკიდებლად,. შარდის ბუშტის კათეტერიზაციისას ამ დროს მისი პალპირება ვერ
ხერხდება) გამოიყოფა არაჩვეულებრივად დიდირაოდენობით შეცვლილი შარდი(1лლ-ზე მეტი —
ზელდოვიჩის სიმპტომი .
გადაუდებელი დახმარება
იხ. ნაწილი “მწვავე სისხლდენა”
ადგილობრივად —ყინული მუცელზე, ელასტიური დოლბანდით მუცლის მაგრად გადახვევა.
დაზარალებულის დაუყოვნებლივი გადაყვანა ქირურგიულ სტაციონარში.