გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► მოტეხილობები და ამოვარდნილობები ►ქვედა კიდურების დაზიანებები ►გულმკერდის და წელის მალების დაზიანებები
ტრავმოგენეზი
ხშირად აღინიშნება მჯდომარე მდგომარეობასი დაცემისას. ავტო- და მოტოტრავმა, შემდეგ სიმაღლიდან ვარდნისას,
სხეულის მკვეთრი მოხრისას.
დიაგნოსტიკა
ლოკალიზებული ტკივილისა და ლოკალიზებული მტკივნეულობის თანხვედრა მალების განივი
მორჩების გასწვრივ პალაციისას, აქ არეკლილი მტკივნეულია! ხერხემლის სვეტის ღერძული
დატვირთვისას (მსუბუქი დაჭერა თავზე).
დიფერენციალური დიაგნოზი
ატარებენ წელის მალების განივი მორჩების, გულმკერდის ძვლის
მოტეხილობებთან და
წელისმიერ რადიკულიტთან, მალთაშუა დისკის
ამოვარდნილობასთან. წელის მალების
განივი მორჩების მოტეხილობაისას
აღინიშნება მტკივნეულობა პარავერტებრალურ წერტილებში,
5-8 სანტიმეტრით ლატერალურდ:განივ მორჩზე დაწოლა
უმტკივნეულოა.
გადაუდებელი დახმარება
— იმობილიზაცია აუცილებელია ჩატარდეს დაფაზე უშუალოდ შემთხვევის ადგილზე;
— თუ არის ჭრილობები, მაშინ ისინი ექვემდებარებიან დახურვას სტერილური ნახვევებით:
— საჭიროებისას — სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა;
— ანალგეზია (იხ. მხრის მოტეხილობა );
— ჰორიზონტალური მდებარეობა დაფაზე ჰიპოვოლემიისას — ქვემო კიდურების ამაღლებული მდებარეობა , ინფუზიური თერაპია;
— სუნთქვის და სისხლისმიმოქცევის მძიმე დარღვევების დროს — იხ. ნაწილი “უეცარი სიკვდილი”.
— ტრანსპორტირება ტრავმატოლოგიულ განყოფილებაში: მრავლობითი და
შერწყმული ტრავმისას, ასევე სპინალური შოკის დროს — რეანიმაციულ განყოფილებაში ან
შოკის პალატაში.