გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ტრავმული შოკი


ტრავმული შოკი — ეს მწავედ განვითარებადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება მძიმე ტრავმის შედეგად და ახასიათებს ორგანიზმის ყველა სისტემის მოქმედების პროგრესირებული მოშლა.

დიაგნოსტიკა

 ეფუძვნება ტრავმის ხასიათს (იხ. ნაწილი “მოტეხილობები და ამოვარდნილობები” “ჭრილობები”) დაკარგული სისხლის მოცულობას, სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის მოშლას.

შოკის ერექტილურ ფაზას ახასიათებს ავადმყოფის ფსიქო-მოტორული აღგზნება, კანის საფარველის სიფერმკრთალით, ოფლისგამოყოფით, ტაქიკარდიით. არტერიული წნევა შეიძლება იყოს ნორმალური.

ტორპიდული ფაზა მიმდინარეობს ცნობიერების და სისხლისმიმოქცევის პროგრესირებადი მოშლით.

შოკი: I ხარისხი

მსუბუქი შეზღუდულობა. ფერმკრთალი, ცივი კანი. დადებითია “თეთრი ლაქის” სიმპტომი . T/A — 90-100 მმ ვწყ.სვ. გშს —  100 დარტყმამდე 1 წუთში. გახშირებული სუნთქვა. დაკარგული სისხლის რაოდენობა — 15-25% მსმ (750-1250 მლ).

შოკი II ხარისხი

შეზღუდულობა. ფერმკრთალი, ცივი კანი, მარმარილოსებრი შეფერილობის. ცივი კიდურები. დიურეზის შემცირება. T/A 70-80 მმ. ვწყ. სვ., გშს — 110-120 დარტყმამდე. 1 წუთში. დაკარგული სისხლის რაოდენობა — 25-35% მსმ (1250-1750 მლ).

შოკი III ხარისხი

გამოხატული შეზღუდულობა, განურჩევლობა გარშემომყოფთადმი. ცივი, მიწისფერი ელფერის კანი. სახის წამახვილებული ნაკვთები, ანურია. T/A — 60 მმ ვწყ.სვ. და ნაკლები. დიასტოლური T/A—არ ისინჯება. გშს — 130-140 დარტყმა 1 წუთში. დაკარგული სისხლის რაოდენობა —  50%-მდე მსმ (2500 მლ), სისხლის დანაკარგის სიდიდეს ასევე განსაზღვრავენ ალგოვერის ინდექსით (იხ. ნაწილი “სისხლის დანაკარგი”) ან ტრავმის ხასიათით.

დახურული მოტეხილობების დროს სისხლის დანაკარგი შეადგენს:

— გოჯების      — 300 მლ-მდე;
— მხრის და წინამხრის —  500 მლ-მდე;
— ბარძაყის          — 2 ლიტრამდე;
— მენჯის ძვლების    — 3 ლიტრამდე  გადაუდებელი დახმარება;

 სისხლდენის დროებითი შეჩერება (იხ. ნაწილი “ჭრილობები”);

ანალგეზია


 პირველი ვარიანტი—  ატროპინის (0,1% ხსნარი — 0,5 მლ) ინტრავენურად შეყვანა. დიმედროლი (1% ხსნარი — 2 მლ), სედუქსენი (0.5% ხსნარი 2 მლ), შემდეგ ნელი წვეთით კეტამინის ხსნარი, დოზით 0.8-1,0 მლ 5% .

მძიმე ქალა-ტვინის ტრავმის დროს კეტამინი არ შეიყვანოთ!

 

 მეორე ვარიანტი — ატროპინის (0,1% ხსნარი — 0,5 მლ) ინტრავენურად შეყვანა, სედუქსენი (0,5% ხსნარი — 2-3 მლ) და ფენტანილი (0,005% ხსნარი — 2 მლ).

ტკივილის სინდრომის შემცირების ფუნქციას ასრულებს სატრანსპორტო იმობილიზაცია.

სისხლის დანაკარგის შევსება;

 

როდესაც T/A არ ისინჯება ინფუზიის სიჩქარე უნდა იყოს 200-500 მლ/წთ ისეთი გათვლით, რომ 5-7 წუთის მანძილზე უზრუნველყოფილი იქნას T/A-ს გამოჩენა: შეყვანილი პლაზმისშემცვლელი ხსნარების შემადგენლობა და რაოდენობა  დამოკიდებულია სისხლდენის ინტენსივობაზე და დროზე, რომელიც ჰოსპიტალიზაციისათვის იქნება საჭირო .

1-2 ხარისხი შოკის დროს  — ნაკადით ინტრავენურად 800-1000 მლ-მდე  პოლიიონური  ხსნარები (აცესოლი, ტრისოლი, ლაქტასოლი). სისხლის მიმოქცევის უფრო მეტად გამოხატული მოშლილობის დროს მკურნალობის სქემაში ჩართული უნდა იქნას  ინტრავენურად დექსტრანების (პოლიგლუკინი, რეოპოლიგლუკინი) ნაკადით, რკინის პრეპარატების (ჟელატინოლი. გელოფუზინი) ან ჰიდროქსიეთილსახამებელის (ნაე8-51ეგ11.სტაბიზოლი) შეყვანა, სისტოლური არტერიული წნევის სტაბილიზაციამდე 90-100 მმ. ვწყ. სვ.-ს დონემდე.

თუ შინაგანი სისხლდენა გრძელდება ინფუზიური თერაპიის დაწყებიდან  — დაუყოვნებლივ სტაციონარში ტრანსპორტირება, -პერსონალის წინასწარ გაფრთხილებით.

სუნთქვის ნორმალიზება:

— ღია პნევმოთორაქსის დროს — ოკლუზიური ნახვევი:

— დაჭიმული პნევმოთორაქსის დროს — პლევრის ღრუს დრენირება;

— სასუნთქი გზების გამავლობის მოშლისას — გამავლობის აღდგენა: საფარას სამმაგი  მიღება (ხერხემლის ქალა-კისრის ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, -თავის უკან გადახრის გარეშე!), ჰაერგამტარი, ტრაქეის ინტუბაცია, კონიკოტომია, პირის ღრუს და ტრაქეობრონქიალური ხის სანაცია.

ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩვენება:-

— აპნოე:

— სუნთქვის რითმის მწვავედ განვითარებული მოშლა;

— დეკომპენსირებული მწვავე სუნთქვის უკმარისობა.

პრედნიზოლონი 200-300 მგ ინტრავენურად ან სხვა გლუკოკორტიკოიდული ჰორმონები შესაბამის დოზებში.

ტერმინალური მდგომარეობის განვითარებისას ან გადაუდებელი ინფუზიური თერაპიის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში —  დოფამინის 50 მლ 0,5% ხსნარი  400 მლ 5% გლუკოზის ხსნარში ან ნებისმიერ სხვა ხსნარში, გადაესხას სიჩქარით 8-10 წვეთი 1 წუთში ინტრავენურად.

შენიშვნა: ღონისძიებების თანმიმდევრობა შეიზლება შეიცვალოს ამა თუ იმ დარღვევების გამოხატულების ხარისხის მიხედვით.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom