გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში გულმკერდის დაზიანებები გულის ჭრილობები


ეჭვი  გულის ჭრილობაზე ჩნდება  ჭრილობის არსებობისას გულმკერდის კედელზე გულის პროექციაზე და კრიტიკული მდგომარეობის უკიდურესად სწრაფად განვითარებისას. გულის ჭრილობისას წინა პლანზე გამოდის, მწვავე მასიური სისხლდენის, ან გულის ტამპონადის კლინიკური სურათი.

სისხლდენის კლინიკური თავისებურებანი:

— გამოხატული სიფერმკრთალე;

— აუსტკულტაციით сеგულის ტონები მკაფიო, ტაქიკარდია:

— ჰემოთორაქსის აუსტკულტაციური ნიშნები.  

 

გადაუდებელი დახმარება

— სასწრაფო ვენური მიდგომა: უმჯობესია ორი პერიფერიული ვენის ერთად კათეტერიზაცია , ან ცენტრალური ვენის;

— ინფუზიური თერაპიის სასწრაფო დაწყება  (იხ. ნაწილი “მწვავე სისხლდენა”);

— ოკლუზიური ნახვევის დადება ჭრილობაზე;

— საკაცეზე გადაწვენა და  საწრაფო დახმარების მანქანაში გადაყვანა, მხოლოდ ინფუზიური თერაპიის დაწყების შემდეგ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე; გამონაკლისს წარმოადგენს — შემთხვევის ადგილზე დახმარების აღმოჩენის აბსოლუტური შეუძლებლობა  (საფრთხე პერსონალისთვის, კლიმატური პირობები და ა.შ.);

შენობის საფეხურებზე საკაცის გადატანა — თავით წინ;

— გადაუდებელი ტრანსპორტირება სტაციონარში წინასწარი გაფრთხილებით.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom