სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდური რეკომენდაციები   მძიმე მოწამვლები


 გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის ზოგადი ალგორითმი

 დამთრგუნველი (მასდეპრიმირებელი) პრეპარატებით მოწამვლა

 ქოლინოლეპტიური, ანტიჰისტამინური და ნეიროლეპტიური საშუალებებით მოწამვლა

 ოპიატებით მოწამვლა

 ტრანკვილიზატორებით (ბენზოდიაზეპინების ჯგუფფი) მოწამვლა

 ბარბიტურატებით მოწამვლა

 მასტიმულირებელი მოქმედების პრეპარატებით მოწამვლა

 ანტიდეპრესანტებით მოწამვლა

 ფსიქოსტიმულატორებით მოწამვლა

 კლოფელინით მოწამვლა

 ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატებით მოწამვლა

 “ჩემერინული წყლით” მოწამვლა

 გველის ნაკბენი

 დამწვრობითი მოქმედების სხამებით მოწამვლა

 ფოსფორორგანული ნაერთებით მოწამვლა

 ქლორირებული ნახშირწყალბადებით მოწამვლა

 ტოქსიური სპირტებით მოწამვლა

 ეთანოლით მოწამვლა

 დამატებები

 

მოწამვლა ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია, ორგანიზმზი ნებისმიერი გზით მოხვედრილი ეგზოგენური წარმოშობის ტოქსიური ნივთიერებების მოქმედების შედეგად, 

მოწამვლისას, მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებს შხამის დოზა, ორგანიზმში მოხვედრის გზა, ექსპოზიციის დრო, ავადმყოფის პრემორბიდული ფონით, გართულებებით (ჰიპოქსია, სისხლდენა, კრუნჩხვითი სინდრომი, მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და სხვა)..

ჰოსპიტალიზაციამდე, ექიმი ვალდებულია:

— დქაიცვას “ტოქსიკოლოგიური სიფრთხილე”, (გარემოპირობები, რომელშიც მოხდა მოწამვლა, უცხო სუნის არსებობა ,) შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებს;

— გაარკვიოს პირობები, რომელშიც მოხდა მოწამვლა (როდის, რით, როგორ, რამდენი, რა მიზნით)თვით ავადმყოფთან, თუ კი ის კონტაქტურია, ან გარშემომყოფთაგან;

— შეაგროვოს დამამტკიცებელი საბუთები (წამლების კოლოფები, ფხვნილები, ნახმარი შპრიცები), ბიოგარემო (ნაღებინები მასები, შარდი, სისხლი, ნარეცხი წყალი) ქიმიო- ტოქსიკოლოგიური ან სასამართლო ქიმიური გამოკვლევისათვის.

— დაარეგისტრიროს ძირითადი სიმპტომები (სინდრომები), რომლებიც გამოუვლინდა ავადმყოფს სამედიცინო დახმარების ჩატარებამდე, მათ შორის მედიატორული სინდრომები, რომლებიც წარმოადგენენ სიმპატიკური ან პარასიმპატიკური სისტემების გაძლიერების ან დათრგუნვის შედეგს;


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom