სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდური რეკომენდაციები გადაუდებელი მდგომარეობები შაქრიანი დიაბეტის დროს


 დიაბეტური კეტონემიური კომა

 დიაბეტური არაკეტონემიური ჰიპეროსმოლარული კომა

 ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები



შაქრიანი დიაბეტი, ეს არის ქრონიკული ჰიპერგლიკემიის სინდრომი, რომლის განვითარებას განსაზღვრავს გენეტიკური და ეგზოგენური ფაქტორები.

გამოყოფენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად პათოგენეტიკურ ტიპს.

I ტიპის შაქრიანი დიაბეტი — ”ინსულინდამოკიდებული” (ავადმყოფთა 10-20%). დაავადება ვითარდება ბავშვთა, ან სიყმაწვილის ასაკში, დაავადება ვითარდება სწრაფად, ახასიათებს საშუალო სიმძიმის, ან მძიმე მიმდინარეობა, მიდრეკილება კეტოაციდოზისკენ, როგორც წესი აუცილებელია ინსულინოთერაპია.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტი — *ინსულინდამოუკიდებელი”, უვითარდებათ საშუალო ან მოზრდილი ასაკის ადამიანებს, ხშირია დაავადების ოჯახური ფორმები, დაავადება იწყება თანდათანობით, მიმდინარეობს მსუბუქად, ან სასუალო სიმძიმით, მიდრეკილება კეტოაციდოზისკენ არ აღინიშნება კომპენსირება მიიღწევა დიეტით, ან დიეტითადა სულფანილამიდური პრეპარატებით.

გადაუდებელი მდგომარეობები შაქრიანი დიაბეტის დროს, აღინიშნება დიაბეტური  კეტონემიური კომის, დიაბეტური, არაკეტონემიური ჰიპეროსმოლარული კომის და ჰიპოგლიკემიური მდგომარეობების განვითარებისას.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom