გადაუდებელი ნევროლოგიური მდგომარეობები სპინალური ტრავმა


 ხერხემლის ტრავმა ზურგის ტვინის დაზიანების გარეშე

 ხერხემლის ტრავმა ზურგის ტვინის დაზიანებით

 მიასთენია მიასთენიური და ქოლინერგიული კრიზები

 შაკიკი

 გიენ-ბარეს მწვავე ანთებითი მადემიელინიზირებელი პოლირადიკულონევროპათია

 მწვავე ტკივილითი სინდრომი ვერტებტალური დარღვევებისას

 თავის ტკივილი და დისლოკაციური სინდრომი ქალასშიდა მოცულობითი პროცესებისას

 ფსიქოგენური თავის ტკივილი

 თავის ტკივილი არტერიალური ჰიპერტენზიისას

 თავის ტკივილი სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის დროს

 თავის ტკივილი მენინგიტის დროს

 თავის ტკივილი საფეთქლის არტერიიტის დროს

 

Сსპინალური ტრავმა ყველაზე ხშირად ვითარდება, მეტად მოძრავ უბნებში, ხერხემლის გადამეტებული მოხრის ან გაშლის შედეგად, ვლინდება: მყვინთავებში, სიმაღლიდან ზურგზე დაცემისას, ავტო- და მოტოტ4რავმებისას, უკნიდან ძლიერი, პირდაპირი დარტყმის შედეგად.

 

დიაგნოსტიკა

ანამნეზური მონაცემები: ტკივილი ტრავმის მიღების უბანში, და ძვლოვანი წანაზარდების ხაზზე პალპაციისას, ტკივილი ხერხემალზე მსუბუქი ღერძული დატვირთვის დროს,  მოძრაობის მოშლა ხელებსა და ფეხებსი, ან მარტო ფეხებში, დაბუჟების სეგრზნება, ჩხვლეტები ერთერთ ხელში, ტაქტილური და ტკივილითი მგრძნობელობის ამოვარდნა მტევნებსა და ტერფებზე. გულმკერდის ღრუს ორგანოების თანმხლები ტრავმისას (პნევმო-, ჰემოთორაქსი) — მზარდი სუნთქვის უკმარისობა, ხოლო მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმისას,    — მწვავე სისხლდენის  და ტრავმული შოკის კლინიკა.

 

 დიფერენციალური დიაგნოზი

სპინალური ტრავმის დიაფერენცირება უნდა მოხდეს მწვავე გულმკერდის და გავა-წელის რადიკულიტის, მალთაშუა დისკების ამოვარდნილობისგან.

 

   გადაუდებელი დახმარება

ძირითადი პრინციპები: თანმხლები, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მკურნალობა, სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა,  სუნთქვის მწვავე უკმარისობისას, კი  — ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. ტკივილის გაყუჩება, სატრანსპორტო იმობილიზაცია, დაქვეითებული პერიფერიული სისხლძარღვთა ტონუსის შენარჩუნება, ადრეული გლუკოკორტიკოიდული თერაპია.  


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom