სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდური რეკომენდაციები გადაუდებელი მდგომარეობები მძიმე ინფექციების დროს


 მწვავე ინფექციური დაავადებები

 ინფექციურ-ტოქსიური შოკი

 ჰიპოვოლემიური შოკი

 მწვავე სუნთქვის უკმარისობა

 მწვავე სუნთქვის უკმარისობა ტეტანუსის დროს

 მწვავე სუნთქვის უკმარისობა ბოტულიზმის დროს

 მწვავე სუნთქვის უკმარისობა დიფტერიის დროს

 გართულებული გრიპი

 მწვავე ღვფიძლის უკმარისობა ინფექციური დაავადებების დროს

 მწვავე თირკმლების უკმარისობა ინფექციური დაავადებების დროს

 მწვავე პნევმონია


  გადაუდებელი მდგომარეობები მძიმე ინფექციური დაავადებების დროს, დაკავშირებულია იფექციურ-ტოქსიური შოკის, ჰიპოვოლემიური შოკის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, პოლიორგანული უკმარისობის, თანმხლები დაავადებების მიმდინარეობის გართულების განვითარებასთან, ან განვითარების საფრთხესთან.

  ჰოსპიტალიზაციამდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ხშირად ესაჭიროება პაციენტებს მენინგოკოკური ინფექციებით, მწვავე ნაწლავური ინფექციებით, გრიპის მძიმე და გართულებული ფორმებით, დიფტერიით, მალარიით, ბოტულიზმითა და ტეტანუსით.
მწვავე ინფექციური დაავადებებისას, ნოზოლოგიური და სინდრომალური დიაგნოსტიკა ერთდროულად უნდა იქნას დაწყებული.

  ნოზოლოგიური დიაგნოზი ისმება დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსისა და ეპიდანამნეზის საფუძველზე. სინდრომალური დიაგნოზი ასახავს სასიცოცხლო ფუნქციების დინამიკას, პირველ რიგში: გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მოქმედებას, ჰიპერთერმიის, ცნობიერების მდგომარეობის და კრუნჩხვითი სინდრომის გათვალისწინებით.

  პირველ რიგში, გამოვლენასა და კორექციას ექვემდებარებიან, მწვავე ინფექციური დაავადებების არასპეციფიური სიცოცხლისთვის სასიში გართულებები, ჯერ კიდევ მათი ნოზოლოგიური ფორმების დადგენამდე, ეპიდანამნეზისა და დამახასიატებელი სიმპტომოკომპლექსების საფუძველზე.


დასაწყისი

                                                                                                                                       

copyright © surgerycom